თბილისის გრან პრი არ ჩატარდება!
თბილისის გრან პრი არ ჩატარდება!
10.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წუთის წინ TSFF.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, თბილისის გრან პრი, რომელიც 2014 წლიდან ტარდება და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურნეს შორის ერთ-ერთი პრესტიჟული აღარ ჩატარდება.


თბილისის გრან პრი, რომელიც 2020 წელს უნდა გამართულიყო, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილ იმ შეჯიბრების ჩამონათვალში იყო, რომლებზეც სპორტსმენებს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულები უნდა დაეგროვებინათ.


27-დან 29 მარტის ჩათვლით, თბილისი 90 ქვეყნის 300-ზე მეტი სპორტსმენი უნდა ჩამოსულიყო, რომელთა შორის მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონებიც იყვნენ. თუმცა, IJM-მა შეჯიბრის გაუქმების შესახებ, ევროპაში COVID 19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ტურნირის გადადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.


თბილისის გრან პრის გარდა, IJF-ის ეგიდით, ეკატერინბურგის გრან სლემისა (რუსეთი) და ანტალიის გრან პრის(თურქეთი) ტურნირებიც გადაიდო. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გადაიდო ტრადიციული მაროკოს გრან პრიც.


IJF -ის გადაწყვეტილებით, 30 აპრილამდე ძიუდოს საერთაშორისო ორგანიზაციის შეჯიბრები არ გაიმართება.


აქვე გეტყვით, რომ სალიცენზიო ქულებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა. „კვოტების" გადანაწილებასთან დაკავშირებით, თუკი, რომელიმე საერთაშორისო ფედერაცია იტყვის, რომ მისი სახეობა მეტნაკლებად უფრო დაზიანდა „კორონა" ვირუსის გამო, რიგი ქვეყნების სპორტსმენებმა ვერ მოახერხეს სარეიტინგო ტურნირებში ქულების დაგროვება, კონკრეტულ ფედერაციებთან მოლაპარაკებების შემდეგ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეთა რაოდენობა, კონკრეტულ სახეობაში გაიზრდება (იხ. სტატია).


ეკა ელოშვილის ფოტო