ჩინეთში ნელ-ნელ იდარებს...
ჩინეთში ნელ-ნელ იდარებს...
10.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე, ევროპის მასშტაბით საერთაშორისო თუ ლოკალური სპორტული ღონისძიებები ერთი მეორეს მიყოლებით უქმდება, ჩინეთმა 2020 წლის აზიის პლაჟის თამაშებისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადება გააკეთა.


ქალაქ სანიაში, რომელშიც COVID 19-ის 54 შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან, მხოლოდ ერთი იყო ლეტალური, ამბობენ, რომ ვირუსი აღარ არის. კორონოვირუსთან, ორთვიანი ბრძოლის შემდეგ, ქვეყანის ერთ-ერთი ქალაქის მესვეურები აცხადებენ, რომ უკვე 25 დღეა მათ რეგიონში ვირუსის შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID 19-მა ეს ადგილები დატოვა. ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი აქვთ, ჩინეთის ხელისუფლებასა და სპორტული საზოგადოების მაღალ ეშელონებს.


რიგით მე-6 აზიის 2020 წლის პლაჟის თამაშები, 28 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 5000-მდე სპორტსმენი მიიღებს. აღნიშნული ტურნირისთვის, ჩინეთის ამ რეგიონში უკვე განახლდა მოსამზადებელი სამუშაოები.


მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების დღიდან ჩინეთში 80753 შემთხვეა დაფიქსირდა. აქედან 9 მარტს ახალი დაინფიცირების მხოლოდ 17 შემთხვევა. ორი თვის მანძილზე დაიღუპა 3136 ადამიანი, 59900 კი გამოჯანმრთელდა.



სტატია მომზადებულია AIPS-ის ჟურნალის მიხდევით