
ლეონარდო ბონუჩი და სარა გამა იტალიის ქალთა და ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების კაპიტნები იმ კამპანიას უერთდებიან, რომელიც COVID 19-ის წინააღმდეგ იტალიის სპორტის მინისტრის ინიციატივით დაიწყო.
კამპანიას სახელად #DistantiMaUniti რაც ქართულად თარგმანში, შორს მაგრამ ერთიანად ნიშნავს, იტალიის ფეხბურთის ასოციაცია ოფიციალურად დღეს შეუერთდა. კამპანიაში, ჩართულები არიან იტალიაში სპორტის სხვადსხვა სახეობაში მოასპარეზე წარმატებული ათლეტები.
„ასეთ დროს, ჩვენ ვთხოვთ ქვეყანას ზედმიწევნით შეასრულონ ყველა მითითებული ინსტრუქცია. დარჩე სახლში, არ ნიშნავს, რომ ხარ მარტო. ჩვენ შეგვიძლია მანძილის მიუხედავადაც ვიყოთ მარტო. ეს იტალიის ცხოვრებაში არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი. ჩვენ ვართ უდიდესი ქვეყანა და მჯერა, ამ გამოწვევას მოვერევით. ამის გამო, ყველა სპორტსმენს მოვუწოდებთ შეუერთდნენ აქციას #DistantiMaUnitalcampaign," - ასეთი შინაარსის შეტყობინება მიიღო იტალიის სხვა სპორტულ ფედერაციებთან ერთად იტალიის ფეხბურთის ფედერაციამაც, რომელმაც საკუთარი ტვიტერისა და ინსტაგრამის უკვე შემდეგი შინაარსის წერილი გაავრცელა: „დისტანციამ არ უნდა დაგვაშოროს. თუ ახალგაზრდა ხარ, დადგა დრო მათ პატივი სცე. აუწიე ხელი, მაშინაც კი თუ მას ვერ ხედავ და ეს ნიშნავს, რომ შენ მის გვერდით ხარ".
ამ შინაარსის რეკლამაც დამზადდა, რომელიც იტალიის მთავარი სატელევიზო არხებით გადაიცემა.





ჩვენ








