იტალიის ნაკრებმა ფინალზე უარი თქვა და სახლში ბრუნდება
იტალიის ნაკრებმა ფინალზე უარი თქვა და სახლში ბრუნდება
11.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„რამდენიმე საათი რჩება იმ დრომდე, როდესაც ტურნირის იმ ფაზაში ვითამაშებთ, სადაც თავსაც გამოვცდით და ჩვენს, ძლიერ მხარეებსაც ვნახავთ", - ამბობს მილენა ბერტოლინი, იტალიის ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებ გვერდზე. თუმცა, 2019 წლის ქალთა გუნდების 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის დასახელებული მილენა ბერტოლინის გუნდის გეგმებში, COVID 19 ჩაერია.


დაპირისპირება, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო, გერმანიის ქალთა ნაკრებთან Algarve Cup-ის ფინალში, რომლისთვისაც ბერტოლინის გუნდი მზად იყო და მოუთმენლად ელოდა, არ შედგა. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო „გაწითლებული" იტალია, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, საერთაშორისო ფრენების დროებით შეზღუდვის გამო, სამშობლოში აბრუნებს.



შესაბამისად, გერმანიის ნაკრებთან ფინალის თამაშზე, უარის თქმა მოუხდა, იტალიის ქალთა ნაკრებსაც, რომელიც ხვალ რომში დაბრუნდება. იტალიის მთავრობის მხრიდან, გუნდის ფინალური მატჩიდან „მოხსნის" მიზეზი, იყო გარანტიის არ ქონა, რომელიც თუნდაც ერთი ზედმეტი დღით, პორტუგალიაში გაჩერების შემთხვევაში, გუნდს სამშობლოში დაბრუნების საშუალებას მისცემდა.


მას შემდეგ, რაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მთელ რიგ ავიაკომპანიებთან აწარმოა მოლაპარაკებები და დაადგინა, რომ არც ერთი მათგანი არ იღებს საკუთარ თავზე, ქალთა სქუადრას სამშობლოში დაბრუნებას, ესაუბრა ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ქალთა ნაკრები დღეს, დაგეგმილ ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, გამთენიისას სამშობლოში დაბრუნდება.




FIGC-სთვის პრიორიტეტი საკუთარი გუნდის სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნებაა და ამიტომ, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას, ასევე გერმანიის ნაკრებს, მადლობას უხდის დახმარებისთვის.


იტალიის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც ევრო 2021 წლის საკვალიფიკაციო ჯგუფში, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად ასპარეზობს და 18 ქულით ჯგუფის ლიდერია, მარტის სანაკრებო ფანჯრის დროს კი, ისვენებდა და პორტუგალიაში მიმდინარე, პრესტიჟულ, რიგით 27-ე ქალთა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა.

 

#DistantiMaUniti
#Italy #COVID19