
მას შემდეგ, რაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ტურის რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი, მათ შორის თბილისის გრან პრი გააუქმა, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა.
COVID 19-ის მიზეზით გამოწვეული „აურზაურის" გამო, მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებზეც სპორტსმენებს ტოკიოს 2020 წლის სალიცენზიო ქულები უნდა დაეგროვებინათ გადაიდო. აქედან გამომდინარე, IJF-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა 10 მარტს იმსჯელა და იხელმძღვანელა რა „ძიუდოს ოჯახის" უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:
1. ოლიმპიადის სალიცენზიო პერიოდი გახანგრძლივდეს 2020 წლის 30 ივნისამდე;
2. კონტინენტური ჩემპიონატები, რომლებიც დაგეგმილი იყო, გადაიდოს 2020 წლის 30 აპრილამდე;
3. კადეტთა და იუნიორთა ღონისძიებები ასევე გადაიდოს 2020 წლის 30 აპრილამდე.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ ყველა ცვლილების შესახებ ამ და სხვა გადაწყვეტილებში, საზოგადოება მომენტალურად იქნება ინფორმირებული.
მსგავსი: თბილისის გრან პრი არ ჩატარდება!





ჩვენ








