
მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის (ყველა ლიგაში) 1 აპრილამდე შეჩერების შესახებ, აქტუალური გახდა უეფა-ს ერთა ლიგის 26 მარტის შეხვედრის საკითხიც.
რამდენიმე წუთის წინ კი, სფფ-ს პრეზიდენტმა ტვიტერზე გამოქვეყნა განცხადება, რომელიც არნიშნა, რომ:
"მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მაყურებლის გარეშე საერთაშორისო მატჩების გამართვა გამოსავალი არ არის, რადგან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მგზავრობით საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება უწევთ. თითოეულმა ფედერაციამ, უეფასთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ გულშემატკივარის უსაფრთხოებაზე, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე! ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის!"
ლევან კობიაშვილის განცხდებიდან გამომდინარე, არაა გამორიცუხლი, რომ სფფ-მ უეფა-ს საქართველო-ბელარუსის მატჩის გადადების თაობაზე თხოვნით მიმართოს. შეგახსნებთ, რომ 26 მარტის შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები, ერთი თვით ადრე იყო გაყიდული. შესაბამისად, მატჩისადმი ინტერესი გულშემატკივრის მხრიდანაც დიდია. თუმცა, მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში COVID 19-ის სწრაფი ტემპებით გავრცელების გამო, არის საშიშროება, სანაკრებო თამაშებზე გამოძახებული ფეხბურთელები, ვირუსით გზაში დასნეულდნენ. ამასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დარწმუნებულია, რომ უმაყურებლოდ თამაშები აზრს კარგავს. მოვლენების განვითარების შესახებ, სფფ-ც და მასზე დაყრდნობით ჩვენი გვერდიც სისტემატურად მოგაწვდით.





ჩვენ








