
„დინამომ" მეორედ, 8-დღიანი შუალედით "ქუთაისის" დაამარცხებას ახერხებს. დუდუ დადიანის მემორიალის, ½ ფინალის შემდეგ, დინამოელები ამჯერად, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასზე დაუპირისპირდნენ ქუთათურებს და 18 ქულიანი სხვაობით 88-70 იმარჯვეს.
შეხვედრა, თბილისელთა უპირატესობით დაიწყო და „დინამოელები" 17 ქულითაც დაწინაურდნენ. კოტე ტუღუშის გუნდმა, თბილისელთა ეს „გაქცევა" მინიმუმამდე, 1 ქულამდე კი შეამცირა, მაგრამ თამაშის ბოლომდე ძალა აღარ ეყო. შეხვედრა, მხოლოდ პირველ ტაიმში მიმდინარეობდა თანაბარ ორთაბრძოლაში. მესამე პერიოდიდან, კი ისევე, როგორც დადიანის მემორიალზე, დინამოელებმა, ქულების დაგროვება დაიწყეს.
„საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში გვეჭირა, ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში „ქუთაისს" გარდატეხა შეეტანა. რამდენჯერმე გამოასწორეს კიდეც თამაში, მაგრამ ჩვენ კორექტივები შევიტანეთ და მეტოქეს წარმატების შანსი არ მივეცით. სუპერთასი დამსახურებულად მოვიგეთ, რასაც ვულოცავ ჩვენი გუნდის წევრებს", - აღნიშნა მატჩის შემდეგ დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში დღეს, ეროვნული ნაკრების წევრი, მიხეილ ბერიშვილი და ამერიკელი ლეგიონერები ლაველ ოიდისა და კაილ ტურპინი გამოირჩოდნენ. საბოლოოდ, გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი ლაველ ბოიდი გახდა, საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (34) კი კაელ ტურპინს ჰქონდა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე დღეს, ასევე 20 ქულაა, 7 მოხსა და 3 ჩაჭრა.
შეგახსენებთ, რომ ახალი საკალათბურთო სეზონის წინ, სუპერთასის გათამაშებაში, მეორე წელია სწორედ „დინამო" და „ქუთაისი" ხვდებიან. შარშანდელის ანალოგიურად, წელსაც „დინამომ", აშკარად დაჩაგრა მეტოქე, თუმცა კოტე ტუღუშის გუნდში, რომელიც „დინამოსთან" შედარებით გვიან შეიკრიბა და ბევრი საკადრო ცვლილება აქვს, ნელ-ნელა იკვეთებიან ლიდერები. დღეს, ქუთაისში ორმაგი დუბლით გამოირჩა აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა ბექაური, ჯონათან ლის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.
„პროგრესს განვიცდით. ქართულ გუნდებთან ჩატარებულ მატჩებში საკმაოდ კარგად გამოვიყურებით და იმედი გვაქვს, ეს იქნება კარგი მოსამზადებელი პერიოდი საიმისოდ, რომ ევროპის თასზე ღირსეულად გამოვიდეთ. ვულოცავ ჩვენს თანაგუნდელებს მორიგი ტიტულის მოგებას", - ამბობს ლევან ფაცაცია.
სულ მალე დინამოელებს ევროპის თასზე უწევთ თამაში. პირველ შეხვედრას თბილისელები 18 ოქტომბერს, ბულგარეთში, „ლუკოილ აკადემიასთან გამართავენ. 25 -ში კი თბილისში, რუმინულ „კლუჟსს" დაუპირიპსირბეიან. მანამდე კი ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი დღეს, გუნდის კაპიტანმა, ილია ლონდარიძემ ჩაიბარა. გამარჯვებულს მორიგი ტროფეი, ეროვნული ფედერაციის პერეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ოთარ ქორქიას შვილმა - ცნობილმა ვეტერანმა კალათბურთელმა - ნოდარ ქორქიამ გადასცეს.





ჩვენ








