
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ პრეცედენტი დაუშვა და უეფა-ს ევროპა ლიგის 2 თამაში გადადო.
„იტალიასა და ესპანეთს შორის მიმოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ, ესპანეთის ხელისუფლებამ დაუწესა იტალიას, უეფა-ს ევროპა ლიგის 1/8 ფინალური მატჩები, რომელიც 2020 წლის 12 და 13 მარტს უნდა გამართულიყო არ ჩატარდება.
სევილია (ესპანეთი) - რომა (იტალია)
ინტერი (იტალია) - ხეტაფე (ესპანეთი)
ამ მატჩების შესახებ გადაწყვეტილება, მოგვიანებით იქნება მიღებული", - ნათქვამია უეფა-ს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ დაიწყო იმ სპორტული ღონისძიებების ჩამონათვალის გამოქვეყნება, რომელსაც კონკრეტული ქვეყნები თუ ფედერაციები აუქმებენ, სხვა თარიღებზე გადააქვთ ან გულშემატკივრის გარეშე ატარებენ.
გთავაზობთ ბმულს, რომლის დახმარებითაც, თქვენ შეგეძლებათ თვალი მიადევნოთ, თუ, რომელ ქვეყნებში და რომელმა ფედერაციებმა COVID 19-ის გამო შეცვალეს კალენდარი.





ჩვენ








