საქართველო - რუსეთი მაყურებლის გარეშეც აღარ ჩატარდება
საქართველო - რუსეთი მაყურებლის გარეშეც აღარ ჩატარდება
12.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩი ჩაიშალა.


მთელი დღის მანძილზე მოვლენები ასე ვითარდებოდა:


მას შემდეგ, რაც გუშინ, საქართველოს რაგბის კავშირმა ქართული მედია, ღია ვარჯიშზე დაპატიჟა, გულშემატკივარი კი, პრინციპულ მეტოქესთან, რუსეთის სარაგბო ნაკრებთან „ჯახისთვის" ემზადებოდა, საქართველოს რაგბის კავშირმა ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღევანდელი ღია ვარჯიში დაიხურა როგორც მედიისთვის ისე გულშემატკივრისთვის.


„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.


მოგვიანებით, რაგბის კავშირმა, ქართული მედიის წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ 14 მარტის შეხვედრაზე არ დაიშვებოდნენ. ვარჯიშის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა კი, ონლაინ-პლატფორმით გაავრცელა.


„გუნდი მზად არის, კარგად ვივარჯიშეთ. ორი სრულყოფილი საწვრთნელი დღე გვგქონდა სადაც, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ის ხარვეზები რაც გვქონდა დაცვაში თამაშში, შეტევაში თამაშში და რაქში დაგვეფიქსირებინა. სამწუხაროა ის, რომ კაპიტანი ბექა გორგაძე, ტრავმის გამო არ გვეყოლება. თუმცა, გვყავს ორი ახალი მოთამაშე - მიშა გაჩეჩილაძე, რომელიც ბექას ნაცვლად ითამაშებს და აკაკი ტაბუცაძე. ამ თამაშისთვის მთავარია, ვმართოდ თამაში, მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, როდის ავაჩქაროთ თამაში და როდის შევანელოთ. ამ კვირაში, სწორედ ამაზე ვიმუშავეთ. არ იქნება მარტივი თამაში. უჩვეულო გარემოში გვიწევს მომზადება. იმ უსიამოვნო გარემოს გამო მაყურებლის გარეშე გვიწევს თამაში. შესაბამისად, მუდმივად ფოკუსირებულები სხვა რამეზე ვართ. დღეს, ზუსტად ამაზე გვგქონდა მობილიზაცია, რომ ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. არ უნდა ავყვეთ გარეშე ფაქტორებს და ვითამაშოთ", - ამბობს ლევან მაისაშვილი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


მიხელ მესხზე, დღეს გამართული ვარჯიშის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუსების წინააღმდეგ 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ერთი კვირის წინ „სტად ჟან ბუენზე" პორტუგალიასთან ბონუსით მოგებული შეხვედრის შემდეგ, სასტარტო 15-ში 8 ცვლილებაა.


„რუსეთთან თამაში ჩვენთვის ყოველთვის პრინციპულია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩემპიონატი მოგებული გვაქვს, მაგრამ ეს თამაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ მზად ვართ კარგი თამაშისთვის და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გულშემატკივარს, გავახარებთ", - ამბობს ლაშა ჯაიანი.


„ეს თამაში არის ბოლო, ევროპის ერთა თასზე და შევეცდებით, მხიარულ ნოტაზე დავამთავროთ ეს ჩვენი ჩემპიონატი. მართალია, უკვე ჩემპიონები ვართ, მაგრამ შევედებით ჩვენი ძალის დამტკიცებას, ისევ და ისევ რუსეთის წინააღმდეგ", - ამბობს თედო აბჟანდაძე.


საქართველო-რუსეთის დაპირისპირება 14 მარტს, 16:00 საათზე უნდა დაიწყება. ქართველი მორაგბეები, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო, ცარიელი ტრიბუნების ფონზე უნდა ითამაშებენ და შესაბამისად, ამ „მოთამაშით" კაცნაკლულებს მოუწეცდათ ასპარეზობა.


14 მარტის შეხვედრისთვის კი, გამოძახებულნი იყვნენ საქართველოს ნაკრებში გამოძახებული არიან:

 

 ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9);

 

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ), 5. შალვა სუთიაშვილი (ანგულემ), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი), 8. მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი).


მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 23. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს).


გოგიტა ბუხაიძის ფოტო