ზუროსმა კონტრაქტი 2 წლით გააგრძელა
ზუროსმა კონტრაქტი 2 წლით გააგრძელა
13.10.2017
ავტორი:

ორ თვეში, საქართველოს კალათბურთელთა ერვნული ნაკრები, მორიგ 2-წლიან შესარჩევ ციკლს დაიწყებს, 2 წლით ილია ზუროსთან ერთად, მხოლოდ ეს, მსოფლიოს შესარჩევი იქნება.  

მოგეხსენებათ, ამიერიდან ევროპის ჩემპიონატების 2-წლიანი ციკლი 4-ით შეიცვალა. ყოველი 2 წლის შემდეგ, კი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ისე, როგორც ეს ფეხბურთშია. ამ შესარჩევი ციკლის პირველი თამაშები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 24 და 28 ნოემბერს აქვს. ჯერ გერმანიაში, ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებთან და შემდეგ სერბეთში, ევროპის ვიცე-ჩემპიონთან. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოქტომბრის დასაწყისიდან თბილისში იმყოფება და ნაკრების სავარაუდო კანდიდატების გვარებს ინიშნავს. თუმცა, თუ ვისზე ფიქრობს და აჩერებს ყურადღებას, ბერძენი ილიას ზურსი, ჯერ-ჯერობით ხმამაღლა არ საუბრობს. არ საუბრობს ივევე, როგორც იმაზე, თუ როდის დაიწყებს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფისთვის მზადებას. მოგეხსენებათ, ევრობასკეტის შემდეგ, ეროვნული ნაკრები დატოვეს ზაზა ფაჩულიამ, ვიქტორ სანიკიძემ, გიორგი ცინცაძემ და ანატოლი ბოისამ. ფაქტია, რომ თაობათა ცვლის დრო, საქართველოს იმ ფორმაციის ნაკრებში, რომელმაც ევრობასკეტი 2017-ზე იასპარეზა, ადრე თუ გვიან დადგებოდა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ იმავე ევრობასკეტით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენების მოკლე სკამი, კიდევ უფრო დამოკლდა და ახლა, ზუროსი არც თუ სახარბიელო დღეშია.

-         სანამ თქვენს მიზნებსა და გამოწვევებზე დავიწყებთ საუბარს, მინდა გკითხოთ როგორ შეაფასებთ იმ პერიოდს, რომელიც საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებთან გაატარეთ.

-         პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მოხარული ვარ, რადგან კიდევ 2 წლით ვაგრძელებთ კონტრაქტს რადგან ორივე მხარე კმაყოფილები ვართ, პირველ რიგში ევროპის და მეორე მხრივ მსოფლიო ჩემპიონატით. რა თქმა უნდა,  ეს ძალიან რთული და დაძაბული პერიოდი იყო, მაგრამ ჩვენ ისევ ერთად ვართ და ახალ ეტაპს ვიწყებთ კარგი მოლოდინებით. 

-         ალბათ  რთული იქნება ზაზას, ვიკას, ან თორნიკეს გარეშე თამაში. როგორ მიაღწევს წარმატებას ამ მოთამაშეების გარეშე საქართველოს ეროვნული ნაკრები?

-         დავიწყებ ზაზაზე და ვიქტორზე საუბრით, ისინი არიან მოთამაშეები, რომლებმაც ძალიან დიდი დრო, ბევრი წელი გაატარეს ნაკრებში და ძალიან ბევრი გააკეთეს მისთვის, ამიტომ, ფაქტობრივად, თავიდან მოგვიწევს გუნდის შექმნა. ალბათ განსაკუთრებით რთული და დაძაბული პერიოდი იქნება ეს ჩვენთვის. არ გვეყოლება თორნიკე და შერმადინი, რადგან ევრო-ლიგაზე ითამაშებენ და ნაკრებთან ერთად ასპარეზობას ვერ შეძლებენ. მათ გარეშე მოგვიწევს თამაში და რთულ სიტუაციაშიც ვიქნებით, ამიტომ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ. ერთად უნდა ვიყოთ, სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ და მომდევნო ეტაპზე გადასვლა უნდა შევძლოთ, სადაც, ვფიქრობ რომ მეტი შესაძლებლობა გვექნება.  ახლა მთავარია კარგი მოთამაშეების მოძიება, რომლებიც გუნდის წევრები გახდებიან.

-         ეს ნიშნავს, რომ ახალ მოთამაშეებს ვიხილავთ ნაკრებში?

-         ჩვენ ვფიქრობთ მომავალზე. ნელ-ნელა უნდა განვახორციელოთ ცვლილებები. უნდა შევძლოთ იმ პრობლემების გადალახვა, რომელთა წინაშეც დავდგებით. მაგალითად ერთ-ერთი უკვე ვახსენეთ, თორნიკესა და გიორგი შერმადინის გარეშე თამაში. ბურჯანაძეს კი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ოპერაცია გაიკეთა, ყველაფერი კარგადაა და ველოდებით ნაკრებში. ვეძებთ  მოთამაშეებს, რომლებიც მზად არიან შეუერთდნენ და დაეხმარონ გუნდს.

-         მაიკლ დიქსონი ითამაშებს ნაკრებში?

-         სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ჯერ ძალიან ადრეა ამ თემაზე საუბარი.

ამ შეკითხვებს, ქართველთა ბერძენმა მწვრთნელმა გუშინ, სუპერთასის გათამაშების დროს უპასუხა. ამ ტიტუილისთვის ერთმანეთს თბილისის „დინამო" და „ქუთაისი" დაუპირისპირდნენ. ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული, ზუროსიც სწორედ ამ გუნდის მოთამაშეებთან ყველაზე ხშირად საუბრობდა. ასე, რომ არაა გამორიცხული, ეროვნული ნაკრების ბირთვი, სწორედ ამ 2 გუნდის მოთამაშეებისგან შეგდეს. მითუმეტეს, რომ არის დიდი შესაძლებლობა, მსოფლიოს 2019-ის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩებში, საქართველოს ნაკრებს ძველი გუნდიდან ვერც გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია დაეხმარონ. რაც შეეხება სუპერთასს, გუშინ, ის „დინამომ" მოიგო, მას შემდეგ რაც ქუთაისი 18 ქულიანი სხვაობით 88-70 დაამარცხა.

მასალა მოამზადა რუსუდან კუნჭულიამ