
კორონა ვირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფიფა-ს აღმასრულებელმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ მიღებული წესი, რომლის მიხედვითაც კლუბებს ევალებათ, ფეხბურთელების სანაკრებო თამაშებზე გაშვება, ამ სიტუაციასთან (მარტისა და აპრილის თამაშებისას) არ იმუშავებს.
საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები, მათ შორის ფიფა, მსოფლიოს მასტშაბით COVID 19-ის გავრცელებისა და მასთან ბრძოლოს ეფექტური მეთოდებისთვის სისტემატურ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს აწარმოებს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, ჟენევაში 12 მარტს შედგა. მომდევნო დღეს კი, ფიფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, თემას, რამდენიმე სტატია მიეძღვნა.
„სპორტის მმართველობაში და გადაწყვეტილებების მიღებისას, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ უპირველესი ჯანმრთელობაა. ყველა სპორტული ორგანიზაცია, მზად უნდა იყოს შეასრულოს სახელმწიფოების მიერ მიცემული მითითებები, არსებული რისკების შეფასების გათვალისწინებით, ღონისძიების უსაფრთხო ჩატარების ან სხვა საჭირო ქმედებებს მიმართოს, რაც ფანებს, მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და სხვა ფართო საზოგადოებას დაიცავს", - ამ შინაარსის განცხადება გაავრცელეს ფიფა-მ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომლებმაც 2019 წელს, ფეხბურთის დახმარებით მსოფლიოში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის შესახებ, თანამშრობლობის 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
იმის ფონზე, რომ ვირუსი ელვის სისწრაფით ვრცელდება მსოფლიოში და ბევრმა სახელმწიფომაც საკუთარ ქვეყნებში საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვები დააწესა, ფიფა-ც, რომელსაც COVID 19-ის საფრხიდან გამომდინარე, მხარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია უმაგრებს, სარგებლოს იერარქიული უფლებით, მითითების ტოლფასი რეკომენდაცია მისცეს 6 კონფედერაციას და მათ შორის უეფა-ს.
ფიფა-ს გათვითცნობიერებული აქვს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უეფა, მაინც გადაწყვეტს 2020 წლის მარტსა და აპრილში დაგეგმილი მატჩების ჩატარებას, ბევრ ეროვნულ ნაკრებს წამყვანი ფეხბურთელების გარეშე მოუწევს თამაში, რაც მათ ძალებსა და შესაბამისად, შემადგენლობებს შეასუსტებს.
„იმისათვის, რომ შევამციროთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლო სპორტული უსამართლობა, ვიძლევით რეკომენდაციას, ყველა საერთაშორისო მატჩი, რომელიც დაგეგმილი იყო მარტსა და აპრილში, გადავადდეს იმ დრომდე, სანამ არ იქნება მათი უსაფრთხო გარემოში გამართვის ადგილი და პირობები მოთამაშეებისთვის და საზოგადოებისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ეკუთვნით უშუალოდ ღონისძიების ორგანიზატორებს, ან, თუკი ლაპარაკია ამხანაგურ თამაშებზე, შესაბამისად ასოციაციებს"- ნათქვამია ფიფა-ს მიმართვაში.
ამ დროისთვის უკვე გადადებულია ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები, როგოც აზიის ასევე სამხრეთ ამერიკის კონტინეტზე, შესაბამის კონფედერაციებთან მოლაპარაკებების შემდეგ. ფიფა-მ გადადო რიგით 70 კონგრესის თარიღიც, რომელიც ნაცვლად 2020 წლის 5 ივნისისა, 2020 წლის 18 სექტემბერს გაიმართება.
ერთს დავამატებთ - კვლავ, რომ ზედმეტად წყლის ნაყვა არ გამოგვივიდეს, დაველოდებით 17 მარტს და უეფას ვიდეო-კონფერენციას, თავისი ოფიციალური და საბოლოო გადაწყვეტილებით. თუმცა, ფიფას ეს განცხადება იმის ფიქრის საფუძველს იძლევა, რომ 26 მარტის თამაშის თარიღი გადაიწევს.
მასალა მომზადებულია FIFA.COM-ის მიხედვით
© Others





ჩვენ








