ქართველი ქალი საფეხბურთო მწვრთნელი დედა გახდა
ქართველი ქალი საფეხბურთო მწვრთნელი დედა გახდა
14.03.2020
ავტორი: თ.ჯ.

პირველ ქართულ საფეხბურთო ოჯახში მატებაა. დღეს, გაგუას კლინიკიდან ლილუ ბასილაშვილი გაწერეს. ლილუს მამა, ზაქარია ბასილაშვილი საქართველოს ლიგა 4-ში მოასპარეზე თბილისის „ვარკეთილის" ღირსებას იცავს. დედა, სალომე ხუბულური კი, არც თუ შორეულ წარსულში საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ამჟამად კი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და ქალთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის წევრია.


ლილუ 12 მარტს დაიბადა. 3,200 კგ და 51 სმ-ის ახალშობილი გოგონა, დედასთან ერთად, თავს კარგად გრძნობს.


TSFF.GE  ულოცავს სალომეს და ზაქარიას გოგონას შეძენას და იმედოვნებს, რომ მომავალში ლილუ მშობლების საქმეს წარმატებით გააგრძელებს.


შეგახსენებთ ზაქარიას და სალომეს ოჯახი, პირველია საქართველოში, რომელიც ფეხბურთელებმა შექმნეს.