14 ოქტომბერს საკალათბურთო სუპერლიგა იწყება
14 ოქტომბერს საკალათბურთო სუპერლიგა იწყება
13.10.2017
ავტორი:

საქართველოს საკალათბურთო, რიგით 27-ე გათამაშება, ხვალ,14 ოქტომბერს დაიწყება.  "დინამო", "ოლიმპი", "ქუთაისი", "რუსთავი", "ბათუმი", "მარნეული", "მგზავრები", "სოხუმი" და  "კაკტუსი" - ეს ის 9 გუნდია, რომელიც 2017-2018 წლების გათამაშებაში ჩაებმება.

ჩემპიონატის პირველი შეხვედრა 12:00 თბილისში, ოლიმპიურ (ახალ სპორტის) სასახლეში დაწყება და  ერთმანეთს, საქართველოს ჩემპიონი, თბილისის "დინამო" და სუპერლიგის დებიუტანტი, მარნეულის "დელტა" შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები რამდენიმე დღის წინ, დუდუ დადიანის მემორუალის მსვლელობისას, ამხანაგურ მატჩი შეხვდენენ ერთმანეთს. შეხვედრა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის თბილისის "დინამოს" გამარჯვებით დასრულა.

სუპერლიგის დებიუტნტმა, მარნეულის „დელტმა", ძლიერთა შორის თამაშის უფლება გასულ სეზონში „ა" ლიგაში გამარჯვებისთვის მოიპობა და უმაღლესი ლიგის საგზურიც აიღო .

წლევანდელი გათამაშების მნიშვნელოვანი დეტალი  - გასული სეზონისგან განსხვავებით, 2017-2018 წლების სეზონი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. კერძოდ, გასულ სეზონში პლეი ოფის საგზური რეგულარული ჩემპიონატის ოთხმა მოწინავე გუნდმა მოიპოვა, მომდევნო ოთხმა კი 5-8 ადგილები დამატებით საკვალიფიკაციო წრეში გაითამაშა.

სუპერლიგის მომავალ სეზონში რეგულარული ჩემპიონატი 4 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც პლეი ოფში საუკეთესო 8 გუნდი გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს. ბოლო, მე-9 ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს და „ა" ლიგაში ჩაინაცვლებს.

ტრადიციულად, სუპერლიგის მატჩები თბილისსა და  რეგიონებში გაიმართება. თბილისის კლუბები თამაშებს ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარებენ, ხოლო რეგიონის კლუბები - „ქუთაისი", „რუსთავი", „ბათუმი" და „მარნეული" საშინაო შეხვედრებს თავიანთ ქალაქებში გამართავენ.