
ქართული კალათბურთის სწორი გზა და არსებული პრობლემების მოგვარება - ეს შიო ხეცურიანის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მუხლია. არჩევნები, რომელიც 2017 წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს, ყოველდღიურად ახლოვდება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი კი საკალათბურთო წრეებთან შეხვედრებს აგრძელებს. პრეზიდენტობის კანდიდატის მორიგი საუბარი, ქართველ მწვრთნელებს შედგა.
„ვაგრძელებთ ქართულ კალათბურთში ჩართულ ადამიანებთან შეხვედრას და მათთვის 10-წლიანი განვითარების სტარტეგიის გაცნობას. დღევანდელმა შეხვედრამ, მოლოდინისამებრ, საინტერესოდ ჩაიარა. ვიმსჯელეთ სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, ბავშვთა კალათბურთის და ასაკობრივი ჩემპიონატების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე", - ამბობს შიო ხეცურიანი.
შეხვედრას ქართულ საკალათბურთო სამყაროში მომუშავე ბევრი სპეციალისტი დაესწრო. მათ შორის სუპერლიგისა და ქვედა ლიგებში მომუშავე მწვრთნელები. ისევე , როგორც სხვა წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, ხეცურიანმა სტუმრებს კალათბურთის განვითარების 10-წლიანი პროგრამა გააცნო.
„ამ პროგრამაში ბევრი საინტერესო ნიუანსია. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ქართული კალათბურთი პროგრესირებდეს. შიოს პროგრამაში ეს პროგრესი ჩანს", ამბობს, კოტე ტუღუში, „ქუთაისის", მთავარი მწვრთნელი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
„საინტერესო პროგრამაა, რომელიც პრეზიდენტად შიო ხეცურიანის არჩევის შემთხვევაში, ქართულ კალათბურთს სწორი მიმართულებით წაიყვანს. არსებული პრობლემები კარგი მენეჯმენტით უნდა მოგვარდეს. მჯერა, რომ ეს გუნდი ამ პრობლემებს მოაგვარებს", - ამბობს, ბუბა ბერიშვილი „მგზავრები", მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, შიო ხეცურიანის საარჩევნო კამპანიას „მოთამაშეთა გაერთიანების კავშირი" უდგას სათავეში, რომელშიც მოქმედი და წარსულში ცნობილი კალათბურთელები არიან შესული. ამ ეტაპზე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი, ოფიციალურად, მხოლოდ შიო ხეცურიანს აქვს გამოთქმული.






ჩვენ








