
სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა განახლდა. თბილისსა და ბათუმში პარასკევს, 13 ოქტომბერს 2 შეხვედრა გაიმართა. საჩხერის „ჩიხურამ", რომელიც ეროვნული ლიგის დარჩენილ შეხვედრებს თბილისში, მიხეილ მესხის მთავარ სტადიონზე გამართავს, მეორე ტაიმის მიწურულს დასთმო შეხვედრა „სამტრედიასთან".
„ჩიხურა" - „სამტრედია" 1-2
სამტრედიელები, ლიდერთა სამეულში არიან და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ამიტომ, დღევანდელი 3 ქულა, მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მიუხედავად ამის, მიმდინარე ჩემპიონატის სამეულის გუნდმა, პირველ ტაიმში გამოკვეთილად, თამაშის სადავეების ხელში აღება ვერ მოახერხა. ის, კი არა და მეორე ტაიმის დასაწყისში, გიორგი გაბედავას დარტმის შემდეგ, ომარ მიგინეიშვილს მოუხდა გარჯა, რომ ანგარიშში „ჩიხურა" არ დაწინაურებულიყო. თუმცა, კიდევ რამდენიმე წუთში, მიგინეიშვილმა, ვეღარ მოახერხა გუნდის გადარჩენა, თორნიკე გორგიაშვილის დარტყმის შემდეგ, ანგარიში ამ მატჩში გაიხსნა.

სოსო ფრუიძის გუნდს, ამ მომენტის გარდა, რეალური საგოლე სიტუაცია აღარ შეუქმნია. „ჩიხურამ", ლიდერობა, მხოლოდ 7 წუთს შეინარჩუნა. სამაგიეროდ, დარჩენილ დროში, 2 გოლის გატანა მოახერხეს სამტრედიელებმა. 61-ე წუთზე, მაიკლ ოლაიტანმა ანგარიში გაქვითა. ამის შემდეგ, „სამტრედიამ" „ჩიხურას" საბოლოოდ მოახვია საკუთარი თამაში. ალბათ, დინო ჰამზიჩის თამამი თამაში, რომ არა (რიგ მომენტებში), მატჩის საბოლოო ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა. თუმცა, შეხვედრის მიწურულს, 89-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილის „გასროლის" შემდეგ, ჰამზიჩი უძლური იყო რაიმე ექნა. „სამტრედიამ" 2-1 გაიმარჯვა და სავარაუდოდ ხვალამდე, ქულებით „ტორპედოს" გაუთანაბრდა.
საჩხერელები, მას შემდეგ რაც, ლიდერთა შორის მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგეს, როგორც სჩანს მთავარ აქცენტებს უკვე დ. ყიფიანის თასის მოსაპოვებლად გააკეთებენ. სავარაუდოდ სათასო ½ ფინალისთვის გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება. მითუმეტეს, რომ სანაკრებო პაუზის დროს „ჩიხურამ" გამოცდილი თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე დაიმატა. ცხადაძე დღეს, სოსო ფრუიძის გუნდის განაცხადშიც იყო 28-ნომრიანი მაისურით, თუმცა სამტრედიელების წინააღმდეგ არ უთამაშია.
„დინამო" ბათუმი - „დილა" გორი
ბათუმის „დინამომ", სატურნირო ცხრილში, თავის უშუალო კონკურენტთან გორის „დილასთან" მატჩი კი მოიგო, თუმცა გორელები კვლავ ცრხილის ზედა, მე-7 საფეხურზე არიან და 29-ე ტურის შემდეგ „დინამოს" 2 ქულით უსწრებენ. შეგახსენებთ, ორივე გუნდი ეროვნულ ლიგაში, ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. 29-ე ტურამდე, გიორგი დარასელიას გუნდმა უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 4 მოიგო და მხოლოდ, ერთხელ დამარცხდა. ბათუმელებმა კი პირიქით, 5-დან მხოლოდ, ერთ მატჩის მოგება შესძლეს. ამდენად, დღევანდელი დღე, შესაძლოა აჭარლებისთვის უფრო პრინციპული იყო, მით უმეტეს, რომ თამაში ბათუმში, „რაგბი არენაზე" იმართებოდა და ბათუმელებს, საკუთარი ქომაგის წინ, მოგების გარდა, სხვა შედეგის ჩვენების უფლება, უბრალოდ არ ჰქონდათ.

კონსტანტინ ფროლოვის გუნდმა, მხოლოდ მეორე ტაიმის 57-ე წუთზე მოახერხა გოლის გატანა და „ელიგაში დარჩენის" შანსების შენარჩუნება. ელგუჯა გრიგალაშვილის შორეული დარტმული ზუსტი აღმოჩნდა და ამით, ბათუმელებს გაუჩნდათ იმედი, რომ ელიგის დარჩენილ ტურებში წარმატებული თამაშის შემდეგ, ავბედით მე-8 ადგილსა და ფლეი-ოფში თამაშს ასცდებიან.
დარჩენილ თამაშებში, ქულების მაქსიმუმის აკრეფვა სჭირდება „დილასაც". თანაბარი პირველი ტაიმისა და გაშვებული გოლის შემდეგ, „დილა" ვითარების გამოსწორებას შეეცადა. დარასელიას გუნდი ცდილობდა წონასწორობა აღედგინა, თუმცა პარასკევი, 13 რიცხვი, გორელებისთვის იღბლიანი არ აღმოჩნდა. ახლა, ფლეი-ოფის კანდიდატ გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულაა და ავბედითი მე-8 ადგილის ბედიც, სავარაუდოდ მომდევნო ტურებში გაირკვევა.
29-ე ტურის დარჩენილი მატჩები
14 ოქტომბერს, ამ ტურის მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართება. ქუთაისში, 19:00, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედო" „შუქურას" მიიღებს. კვირას, 15 ოქტომბერს კი დედაქალაქი უმასპინძლებს 2 მატჩს. თავდაპირველად, 17:30 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „საბურთალო" გათამაშების აუტსაიდერს „კოლხეთს" მიიღებს. 20:00-ზე კი „დინამო არენაზე" ტურის ცენტრალური მატჩი, თბილისური დერბი გაიმართება „დინამოსა" და „ლოკომოტივს" შორის.





ჩვენ








