შეცვლის თუ არა COVID 19 პეკინის ზამთრის თამაშებს
შეცვლის თუ არა COVID 19 პეკინის ზამთრის თამაშებს
14.04.2020
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გავლენიანი წევრის, კანადელი რიჩარდ პაუნდის თქმით, IOC-მა უნდა განიხილოს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშების სამზადისზე კორონავირუსის პანდემიის შესაძლო გავლენის სცენარი.

„IOC-მა უნდა გაითვალისწინოს არასასურველი სცენარის საერთო შედეგები, რომლითაც პანდემიამ შეიძლება გავლენა იქონიოს არა მარტო ტოკიოს თამაშების სამზადისზე, არამედ პეკინის თამაშებზეც, რაც თავის მხრივ შემოსავლების საგრძნობ დანაკარგებამდე მიგვიყვანს.  დარწმუნებული ვარ, IOC ყველა შედეგს შეაფასებს და აუცილებლობის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს სპორტული ფედერაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების დასახმარებლად," - განაცხადა რიჩარდ პაუნდმა.


საქმე ის არის, რომ რიგმა სპორტულმა ფედერაციამ IOC-ს მიმართა თხოვნით, მათთვის წინასწარ გადაეხადათ ოლიმპიური თამაშების ჩატარებიდან მიღებული შემოსავლები, რათა თამაშების გადატანით გამოწვეული ფინანსური სირთულეებისთვის თავი გაერთვათ. ამაზე  პაუნდი აცხადებს, რომ საკითხი დეტალურ შესწავლას საჭიროებს: „შემოსავლის წინასწარ გადახდა, რომელიც შემდგომ შესაძლოა ვერც მივიღოთ, არ შეგვიძლია. ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ ვარიანტი, როცა ფედერაციებისთვის წინასწარ გადახდილი თანხა მათ ფინანსურ გეგმებს გადააჭარბებს, ეს კი ვალების გაზრდას შეუწყობს ხელს".


ცოტა ხნით ადრე IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ტოკიოს თამაშების 2020 წლიდან 2021 წლამდე გადატანა  ამ ორგანიზაციას დამატებით  რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაუჯდება.


ერთი წლით გადავადებული ტოკიოს XXXII თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.


პეკინი XXIV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.