
უკვე დაახლოებით 1 თვეა, რაც ვარჯიშები და ამასთან ერთად პორტუგალიის უმაღლესი ლიგა და ყველა ჩემპიონატი ოფიციალურად შეწყდა. ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას და რამდენადაც ინფორმირებულები ვართ, ამ თვის ბოლოს იგეგმება შეხვედრა, სადაც ყველაფერი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს - გაგრძელდება სეზონი თუ ყველაფერი დასრულდება. დღევანდელი გადმოსახედიდან წარმოუდგენლად ჩანს კალათბურთის და ზოგადად ნებისმიერი შეჩერებული აქტივობის გაგრძელება, თუმცა თავად გუნდებს და მოთამაშეებს დიდი სურვილი აქვთ ჩემპიონატების განახლების. ვიცით, რომ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული და ამიტომ ველოდებით ეპიდემიის გავრცელების ტემპების შეჩერებას და იმედს ვიტოვებთ, ამ სეზონში ისევ მოგვიწევს თამაში.
ეს არის ამონარიდი დუდა სანაძის ინტერვიუდან, რომელის საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
თუ როგორ გადააქვს დუდას იძულებითი შესვენება, იხილეთ ბმულზე: http://gbf.ge/news/61155-2





ჩვენ








