ვარჯიშები WhatsApp-ში და ოჯახთან გატარებული დღეები
ვარჯიშები WhatsApp-ში და ოჯახთან გატარებული დღეები
16.04.2020
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

წარმოიდგინე, რა რთულია, ასე უცებ, ინტენსიური ვარჯიშებისა და თამაშების შემდეგ, გვეუბენბიან, მორჩა, უნდა იჯდეთ სახლშიო. არა მარტო მე, ყველა ჩემი გუნდელი და ზოგადად, სპორტსმენი ასეთი რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდა და მოგვიწია სახლში გამოკეტვა. ძალიან რთული იყო საწყისი დღები - ასე აბსოლუტური უვარჯიშებლობის გამო ამტკივდა კუნთები, წელი, მუხლები... თუმცა რამდენიმე დღეში შეძლებისდაგვარად დარეგულირდა სიტუაცია. დავიწყე ვარჯიში, დარბაზიდან მომიტანეს ტრენაჟორი, ველოსიპედი და ასევე "ტენერიფეს" ფიზ-მომზადების მწვრთნელმა ყოველდღიურად დაიწყო ვიდეო-ვარჯიშების  გამოგზავნა  WhatsApp-ში. ნელა-ნელა შევეგუე ასეთ ვარჯიშებს და უმოქმედობით გამოწვეული ტკივილებიც უკან მოვიტოვე.

ნაწყვეტი გიორგი შერმადინის ინტერვიუდან, რომელის საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

თუ როგორ გადააქვს შერმოს იძულებითი შესვენება, იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3elSPNY