
ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანიზაციის თაოსნობით მორიგი ვიდეო-კონფერენცია გამართა, რომლის დროსაც, წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიუთითა, რომ უეფა-ს წევრმა ქვეყნებმა მიმდინარე ჩემპიონატები უნდა დაასრულონ.
კორონა ვირუსის გამო გამოწვეული პანდემიის გამო, შეგახსენებთ, რომ უეფა-მ, პრევენციის მიზნით, მთელი რიგი აკრძალვები მიიღო. სიტუაციის განვითარებას და შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გეგმაზე კი, რამდენიმე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სწორედ, ამ ჯგუფების ანგარიში მოისმინეს ვიდეო-კონფერენციის მონაწილეებმა. შეხვედრაში ტრადიციულად, მონაწილეობა ევროპის საკლუბო ასოციაციების (ECA), ევროპის ლიგების (EL) და FIFPRO ევროპის წარმომადგენლებმაც მიიღეს.
სამუშაო ჯგუფები, ევროპაში საფეხბურთო ცხოვრების აღდგენის და აქედან გამომდინარე, შესაბამისი კალენდრის შედგენისას, ორ სცენარს განიხილავენ. საინტერესოა, რომ ორივე სცენარში, ხაზგასმულია, რომ ევროპულმა ქვეყნებმა შიდა ჩემპიონატები უნდა დაასრულონ. ამის შედეგად, ყველა სპორტული პრინციპის დაცვით, გუნდები, მათ მიერ დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდებიან ევროტურნირებზე. ეს უნდა მოხდეს აგვისტომდე, რომლის შემდეგაც უკვე უეფა-ს ევროტურნირები აიღებს სტარტს.
აღნიშნული სამუშაო ჯგუფების პარალელურად მუშაობენ ქვე-ჯგუფებიც, რომელთაგან ერთ-ერთი სამედიცინო განხრითაა და მას ტიმ მაიერი ხელმძღვანელობს. ამ კუთხით ECA-სთან და EL-თან ერთად, მუშავდება ის რეკომენდაციები და გზები, რომელიც აღდგენილი საფეხბურთო ცხოვრების შემდეგ, სპორტსმენთა და გულშემატკივართა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება.
თუმცა, უეფა-ში დღეს მიღებული გადაწყვტილებით, რიგი ეროვნული ასოციაციებისთვის შესაძლებელია გაკეთდეს გამონაკლისიც, თუკი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მათ ჩემპიონატების დასრულება დროზე ადრე მოუწევთ: ოფიციალური აკრძალვა აღნიშნული აქტივობის შესახებ; ან ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც სეზონის დასრულებას ხელს უშლის;
იმ შემთხვევაში თუ ასოციაციებს ვადაზე ადრე მოუწევთ სეზონის დასრულება, მათ უფლება ეძლევათ უეფა-ს ევრო ტურნირების 2020-21 წლების სეზონისთვის შეარჩიონ ის კლუბები, რომლებიც 2019-2020 წლების სეზონზე გამოირჩნენ. ამასთან კლუბების შერჩევის პროცედურა უნდა იყოს სამართლიანი, გამჭირვალე და არადისკრიმინაციული; უეფა-ს ტურნირებისთვის მიკუთვნება კი, ასოციაციებში მოქმედი შესაბამისი კომიტეტის მიერ უნდა მოხდეს.
ამასთან უეფა იტოვებს უფლებას თავად მიიღოს გადაწყვეტილება - დაუშვას ან უარი უთხრას კლუბს, თუკი:
შიდა ჩემპიონატი ამა თუ იმ ასოციაციამ შეწყვიტა უმიზეზოდ და თვითნებურად, ვიდრე იქნებოდა უეფა-ს მითითებები და ეს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. კლუბები, რომლებიც ამა თუ იმ ასოციაციამ შეარჩია უსამართლოდ, გამჭირვალეობის პრინციპების დარღვევით და დისკრიმინაციულად და არის საზოგადოებრივი მოსაზრება, რომ კლუბი არასათანადოდ არის შერჩეული.
სტატია მომზადებულია UEFA.COM-ის მიხედვით





ჩვენ








