
დღეს, უეფა-ს აღმასკომის ვიდეო-კონფერენციის დროს, რომელშიც ტრადიციულად, ორგანიზაციაში შემავალი 55-ვე ასოციაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა აღინიშნა, რომ ევრო 2020-ის მომდევნო წელს გადატანის მიუხედავად, ტურნირი არც სახელწოდებას შეიცვლის და ყველა ის ღონისძიებაც, რომელიც 2020 წელს უნდა გამართული მის ფარგლებში, გაიმართება.
„უეფა შეინარჩუნებს ტურნირის გამართვის ორიგინალურ კონცეფციას, რომელიც ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატის (1960-2020) 60-წლიანი იუბილის ჩატარების საშუალებას მოგვცემს", - ნათქვამია უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული წერილში.
უეფა-ში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული დასახელების, ლაპარაკია თარიღზე 2020, შენარჩუნებით, ყველას ევროპაში ემახსოვრება, კონტინენტისთვის რთული საფეხბურთო წელი, რომელიც კორონა ვირუსმა გამოიწვია და რომლის წინააღმდეგ საბრძოლველადაც მთელი ევროპა გაერთიანდა.
საინტერესო გარემოებაა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებით, უეფა უკვე გაწეული ხარჯებიდან ზარალის გარეშე გამოსვლასაც მოახერხებს, რადგან პანდემიის გამო შეწყვეტილ საფეხბურთო მაჯისცემამდე, ევროპული ფეხბურთის მთავარ „სახლს" მთელი რიგი სარეკლამო თუ სხვა სახის პროდუქცია დამზადებული ჰქონდა.
და ალბათ, რადგან სანაკრებო თემას შევეხეთ უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდული ნაკრებების (21-წლამდე) ბედზე 11 მაისს იმსჯელებს. 27 მაისს, კი უეფა მორიგ ვიდეო-კონფერენციას გამართავს, რომლის დროსაც სავარაუდოდ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ახლი ნაბიჯები დასახელდება.
მომზადებულია UEFA.COM-ის მიხედვით





ჩვენ








