
მაშინ, როდესაც მსოფლიო და საფეხბურთო სამყაროც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ფეხბურთი კვლავ სპორტული სამყაროს ეპიცენტრში იქნება. ამიტომ, ალექსანდერ ჩეფერინი თვლის, რომ ამ დღისთვის ფეხბურთი მზად უნდა იყოს. უეფა-ს პრეზიდენტის თქმით, მსგავსი სახლის ფინანსური დახმარება არის ის გონივრული დახმარება, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს შეეძლო გაეწია, ფეხბურთისთვის ამ მეტად რთულ პერიოდში.
"ჩვენი სპორტი დაეჯახა ისეთ უპრეცედენტო გამოწვევას, როგორიც COVID 19-ით გამოწვეული კრიზისია. უეფა-ს სურს დაეხმაროს წევრ ორგანიზაციებს იმ კონკრეტული სირთულეების გადალახვაში დაეხმაროს, რომლის წინაშეც კონკრეტული ფედერაციები აღმოჩდნენ. შედეგად, შევჯერდით, რომ დარჩენილი წლის და მომავალი სეზონისთვის, ასევე, საინვესტიციო ფინანსირებისთვის, რომელიც ჩვენს წევრ ორგანიზაციებს სჭირდებათ საფეხბურთო საზოგადოებისთვის ჩვეული წესის აღსადგენად, თითოეულ ასოციაციას შეხვდება 4.3 მილიონი ევრო" - აღნიშნა ალექსანდერ ჩეფერინმა.
ამ მზადყოფნისთვის უეფა-მ 55 წევრი ქვეყნისთვის 236,5 მილიონი ევრო გამოყო. აღნიშნული თანხა, უეფა-ს ჰეთთრიქის ფარგლებში მიმდინარე პროექტები ფინანსდება ხოლმე, რომელსაც ასოციაციების შიდა, სპეციფიურ და მიზნობრივ პროექტებს ხმარდება. თუმცა, ამჯერად, უეფა-მ გადაწყვიტა, აღნიშნული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა, თავად საფეხბურთო ფედერაციებს მიანდოს, რათა მათ შესძლონ ფეხბურთის ნებისმიერ ეტაპზე, კორონა ვირუსით მიყენებული ზიანის გამოსწორება.
აღნიშნული ინფორმაცია უეფა-ს ოფიციალურმა მედია-პორტალმა გამოაქვეყნა. იქვე, მინიშნებულია, რომ უეფა-ს ჰეთთრიქის პროგრამა, სოლიდარობისა და განვითარების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და მსხვილი წამოწყებაა, რაც კი ოდესმე სპორტული საზოგადოების მიერ ყოფილა შექმნილი. აღნიშნული პროგრამა 2004 წელს, პორტუგალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო და მარტივ იდეას ეფუძნება - ჩემპიონატიდან შემოსული თანხები ჩაბრუნდეს კვლავ ფეხბურთში და მის განვითარებას სამი მიმართულებით მოხმარდეს: ინვესტიციებს, განათლებას, ცოდნის გაზიარებას. პროგრამის სახელწოდებაც ჰეთთრიქიც, სწორედ აქედან მოდის. 2024 წლის ჩათვლით, აღნიშნული პროგრამით, მისი წევრი ორგანიზაციები საერთო ჯამში, 2.6 მილიარდ ევროს მიიღებენ.





ჩვენ








