
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, დღეს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის თამაშები, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა. თამაშები დილის 12 საათიდან დაიწყო და შაბათი დღისა და 3 მატჩის მიუხედავად, მონაწილეებისა და მოთამაშეთა ოჯახის წევრების გარდა, ეროვნული პირველობის თამასებს მაყურებელი არ დასწრებია. გულდასაწყვეტია, როდესაც ეროვნულ ჩემპიონატს არაფრად აგდებ, შემდეგ კიდევ ნაკრებისგან ( და არა მხოლოდ ამ სახეობაში) ვარსკვლავების მოწყვეტას ითხოვ და აკრიტიკებ მათ, ვის შესახებაც უბრალოდ მხოლოდ სტატიების სათაურებიდან თუ იცი რამე. ბევრჯერ გვითქვამს და ახალაც ვიტყვით, რომ სანამ ეროვნულ პირველობაზე არ მოსთხოვ შენს გუნდს კარგ თამაშსსა და შედეგს, ნაკრებისგან არაფერს უნდა ელოდო. ბუნებრივია, თამაშები ცარიელი ტრიბუნის წინაც ჩატარდება და ქყვყნის ჩემპიონიც გამოვლინდება წლის ბოლოს. უბრალოდ, ეს სპორტსმენებში ერთი, რომ ინდეფერენტულობას ზრდის, შემდეგ, მას სტიმული და მოტივიაცია ეკარება და თამაშობს, არა იმიტომ, რომ ითამაშოს, არამედ, რომ თავი შეინახოს. ასე, რომ იარეთ სპორტულ ღინისძიებებზე და უქომაგეთ საკუთარ გუნდებს.
„დინამო" - „დელტა" 87-63
სუპერლიგა კი მოქმედი ჩემპიონის „დინამო თბილისისა" და ლიგის დებიუტანტის, მარნეულის „დელტას" შეხვედრით გაიხნა. ეს გუნდები ამ თვეში უკვე მეორედ ხვდებიან. უკრაინელი ვიტალი ლებედინცევის „დელტამ", „დინამოსთან" სპარინგი დუდუ დადიანის მემორიალის დროს ჩაატარა და დამარცხდა, დიდი ანგარიშით, ისევე, როგორც დღეს 87-63.
თუმცა შეხვედრა მარნეულელთა სასარგებლოდ დაიწყო და ისინი ანგარიშით 9-0 დაწინაურდნენ კიდევაც. თუმცა, „დინამომ" პირველი პერიოდი 3 ქულის სხვაობით 19-16 მოიგო. მოგვიანებით კი მეორე პერიოდი (28-16) და ტაიმი, უკვე 17-ქულიანი სხვაობით 45-28 მოიგო. ამის შემდეგ, „დინამომ" რომელიც სამშაბათს გამთენიისას ბულგარეთში ევროპის თასის მატჩის სათამაშოდ მიემგზავრება, სუპერლიგის დებიუტანტთან სხვაობა გაზარდა და მესამე პერიოდი 27 ქულით მოიგო. საბოლოოდ კი შეხვედრა 24 ქულიანი სხვაობით მოიგო.

დღევანდელ შეხვედრაში, ირაკლი ხოშტარიამ დასვენების საშუალება მისცა, სერბ ნიკოლა გაჩეშას. სამაგიეროდ სადებიუტო თამაში ჰქონდა ნიკოლას თანამემამულეს 23 წლის იოვან ჩრნიჩს. ახალგაზრდა სერბი, რომელიც ამერიკულ კოლეჯში სწავლობდა და ადგილობრივ გუნდში თამაშობდა, ამიერიდან თბილისის „დინამოს" წევრია და 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჩრნიჩა, გუნდს რამდენიმე დღის წინ შემოუერთდა და დღეს ხოშტარიამ 21:34 წუთი მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ამ დროში, სერბმა 11 ქულა დააგროვა. აქედან ფარის მიმართულებით 4-ჯერ ისროლა და ოთხივეჯერ მიზანს მიაღწია. 4-დან 3 ნასროლი 3 ქულიანი იყო. ამას გარდა 23 წლის ჩრნიჩას აქტივში 4 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრაა. დინამოელთა შორის, სარგებლიანობის კოეფიციენტიც დღეს, სწორედ, სერბი იყო გამორჩეული.
დარბაზში მყოფი ჟურნალისტების ნაწილი ამბობდა, რომ 23 წლის სერბი ძალიან ჩამოჰგავს სლოვენიელ გორან დრაგიჩს, და არა მხოლოდ მაისურზე დაწერული ნომრითო. თუმცა, ერთი თამაშით ვერ განსაზღვრავ, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ჩრნიჩს დრაგიჩთან.
სუპერლიგაზე, სასტარტო მატჩში კი, დინამოელთა შორის, ყველაზე შედეგიანი 15 ქულით, გიორგი შარაბიძე გახლდათ. 13 ქულა, კაელ ტარპინმა (5 მოხსნა და 4 დაფარება) დააგროვა. 12 ქულა და 5 მოხსნა კი გუნდის კაპიტანმა ილია ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, სუპერლიგას 9 გუნდი თამაშობს, ამრიგად ყოველ ტურში, ერთ გუნდს დასვენება უწევს. ამრიგად დინამოელები მეორე ტურში სუპერლიგიდან დაისვენებენ. სამაგიეროდ, 18 ოქტომბერს, ევროპის თასზე, სოფიაში, „ლოკუილ აკადემიკს" დაუპირისპირდებიან.

„ოლიმპი" - „ქუთაისი" 84-78
სუპერლიგის მეორე შეხვერდა ქყეყნის ვიცე-ჩემპიონ „ქუთაისსა" და საკმაოდ მოტივირებულ „ოლიმპს" შორის გაიმართა. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა, კოტე ტუღუშის „ქუთაისს", რომელიც გუნდში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ვერა და ვერ იბრუნებს იმერული კლუბისთვის ჩვეულ სახეს, პირველი პერიოდიდან თითქმის ყველა შანსი ამოუწურეს. მესამე პერიდს „ოლიმპი", 20- ქულიანი სხვაობითაც კი იგებდა. თუმცა საბოლოოდ მატჩი მხოლოდ 6 ქულით 84-78 მოახერხეს გამარჯვება.
„ოლიმპში" საუკეტესო, ამერიკელი მარკ ოგდენი იყო, რომელმაც 20 ქულა და 6 ჩაჭრა მიითვალა. 18 ქულით გამოირჩა მიხეილ ჭოჭუა, გივი ბაქრაძემ კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. „ქუთაისში" 18 ქულით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, ხოლო 14 ქულა აკაკი ლომოურის დააგროვა.
„მგზავრები" - „რუსთავი" 69-97
ბოლო შეხვედრაში „რუსთავმა" იოლი გამარჯვება მოიპოვა „მგზავრების" წინააღმდეგ. ქვემოქართლურმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, რის შემდეგაც ლიდერობას პერმანენტულად ზრდიდა და საბოლოოდ 28 ქულის სხვაობით, ანგარიშით 97:69 გაიმარჯვა. რუსთაველთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო ტაირელ ნელსონი, გუნდის კაპიტანმა ლევან ცეკვავამ კი 17 ქულა მიითვალა. „მგზავრებში" 23 ქულით კახაბერ ჯინჭარაძე გამოირჩა.
***
კვირას, 15 ოქტობერს, სუპერლიგის პირველი ტური დასრულდება. 16:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „კაკტუსი" და „სოხუმი" დაუპირისპირდება. მეორე ტურიდან გათამაშებაში „ბათუმი" ჩაერთვება, რომელმაც ამ ტურში დაისვენა.
და ბოლოს, ისევე როგორც ოქტომბრის დასაწყისში, საქრათველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვერთნელი ილიას ზუროსი კვლავ საქართველოშია, სუპერლიგის თამაშებს გულდასმით აკვირდება და მომავალი სანაკრებო თამაშებისთვის, რომლებიც ნოემბერშია დაგეგმილი ჩანიშვნებს აკეთებს.






ჩვენ








