
დღეს გუდაურში თოვდა და რიგ ადგილებში ძიერი ნისლი იყო. როგორც სჩანს გამაფრთხილებელი ნიშნის მიუხედავად, გაუკვალავში სრიალის მოყვარულ ორ რუს სნოუბორდერს გზა აერია და ხადას ხეობაში დაეშვა.
მოგვიანებით, მათ ქართულ სამაშველო სამსახურთან დაკავშირება მოახერხეს და დახმარება ითხოვეს. დაკარგული სნოუბორდერების სამძებრო გასვლაში თითქმის სრული შემადგნლობით ჩაება გუდაურის სამაშველო სამსახური. ხადას მიმართულებით ჩვენი მაშველების ნაწილი სკიტურით, ნაწილი “სნეგასტუპებით“ დაეშვა. მოგვიანებით მათ ბურანებითც წამოეშველენ.
სამაშველო ოპერაციამ 3 საათამდე გასტანა, რის შემდეგაც დაკარგული რუსი სნოუბორდერები, გუდაურში დააბრუნეს. ამ მომენტში ისინი თავიანთ სასტუმროში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.
მოგეხსენებათ, წელიწადის ამ დროს, გუდაურის მიმდებარე ხადას ხეობა (სამოცი კოშკის ხეობა) და იქ განლაგებული სოფლები, დიდთოვლობის გამო არა მხოლოდ მოწყვეტილია გარე სამყაროს, არამედ ორ მოსახლეს თუ არ ჩავთვლით სრულიად დაცარიელებულია.





ჩვენ








