ქართველი ფეხბურთელების ტესტები უარყოფითია
ქართველი ფეხბურთელების ტესტები უარყოფითია
09.06.2020
ავტორი: თ.ჯ.


დაახლოებით ორ კვირაში, საქართველოში საფეხბურთო სეზონი განახლდება. ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება 25 ივნისს, 18:00 მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე, თბილისური დაპირისპირებით, „საბურთალოსა" და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „დინამო თბილისის" მატჩით დაიწყება. ამ დღეს, მესამე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა კი, ბათუმში, „ანგისაზე" 21:00 საათზე დაიწყება და ადგილობრივი "დინამო", „თელავს" დაუპირისპირდება.


რამდენიმე დღის წინ, სფფ-მ გამოაქვეყნა ე.წ. სპორტის პროტოკოლი, რომლის თანახმად პირველ ეტაპზე, ეროვნული ლიგის ყველა მონაწილე კლუბს COVD 19-ზე ტესტირების და 14-დღიანი იზოლაციის პროცესი უნდა გაევლოთ, რომლის შემდეგაც კლუბებმა კვლავ უნდა გაიარონ განმეორებითი ტესტირება.


ტესტირება, უნდა გაევლო ყველა იმ პიროვნებას, რომელიც ეროვნული ლიგის გათამაშებისას მატჩის განაცხადშია აღნიშნული. შესაბამისად, პირველადი ტესტირება, რომელიც სავალდებულო ხასიათის იყო 340-მა ადამიანმა გაიარა.


სფფ-ს გენერალური მდივნის დავით მუჯირის განცხადებით, მატჩის განაცხადში შემავალ ოფიციალური პირების ყველა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ელიგაში მოასპარეზე კლუბების მსგავსად, შეკრებაზე მატჩებზე მომსახურე მსაჯთა პერსონალიც გადავიდა. მუჯირის თქმით, მსაჯები, პირველადი ტესტირების შემდეგ 14-დღიან შეკრებას სფფ-ს კუთვნილ საფეხბურთო ბაზაზე, ლაგოდეხში გაივლიან.


აქვე, შეგახსენებთ, რომ განახლებული ჩემპიონატის შემდეგ, მესამე ტურის კალენდარი ოთხ დრეზეა გადანაწილებული. ცნობილია, რომ საწყისს ეტაპზე, თამაშები გულშემატკივრის გარეშე გაიმართება. მატჩების ტრანსლირება კი, ელიგის არხით მოხდება.


გათამაშების კალენდარი