
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს დანიელი ნილს ნიგარდი (რამდენიმე დღის წინ, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, სლოვენიელი იანეზ კოჩიანჩიჩი), რომელიც 2017 წლიდან EOC-ის ვიცე-პრეზიდენტია, 2007 წლიდან კი - დანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.
ნილს ნიგარდი, როგორც EOC-ის ოფიციალური წარმომადგენელი მონაწილეობდა 2018 წელს თბილისში გამართულ საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმში.
ასევე ცნობლი გახდა, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მიერ მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, EOC-ის აღმასრულებელ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება ონლაინ-რეჟიმში ჩაატაროს სხდომები და სხვა აუცილებელი შეკრებები, ასევე ელექტრონულად მოაწყოს კენჭისყრა ევროპის ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად.
ასეთი სამუშაო რეჟიმის შემოღება განაპირობა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებ
ფოტო:DIF





ჩვენ








