
რამდენიმე დღეში, 17 ივნისს, უეფა-ს აღმასრულებელი საბჭო კვლავ ონლაინ რეჟიმში შეიკრიბება და იმ საკითხებზე იმსჯელებს, რომელთაგან ორი, განსაკუთრებით, ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს.
სწორედ ამ დღეს გაირკვევა თუ რა ბედი ელით 2020/21 წლების სეზონზე ქართული კლუბები ჩემპიონთა ლიგისა („დინამო თბილისი" ) და ევროპა ლიგის (ბათუმის „დინამო", „საბურთალო", „ლოკომოტივი") საკვალიფიკაციო ფაზის, ფლე-ოფის და ჯგუფური ეტაპებზე.
ამავე დღეს, სავარაუდოდ გახდება ცნობილი საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებებისთვის ერთა ლიგის დარჩენილი ფლეი-ოფის თარიღიც, ისვე როგორც ამ გათამაშების ბოლო ფინალური მატჩის დღეც. სწორედ, ამ დარჩენილი მატჩების გამო, არაა გამორიცხული შეიცვალოს ერთა ლიგის 2020/21 წლების უკვე არსებული კალენდარიც.
ამავე დღეს გაირკვევა, როდის გამართავს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დარჩენილ სამ შეხვედრას ისრაელის, მალტის და ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნულ ნაკრებებთან, რომელიც საქართველოში, ივნისსა და სექტემბერს-ნოემბერში უნდა გამართულიყო.
ყოველივეს შესახებ, უეფა-ს მედია პორტალმა დღეს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ივნისის შეკრების დღის წესრიგი გამოაქვეყნა. უეფა-ს აღმასკომის მორიგი ვიდეო-კონფერენცია შეკრება თბილსის დროით 17 (14:00-17:00) და 18 (11:00-13:00) ივნისს გაიმართება, თუმცა, ონლაინ პრესკონფერენცია მედიისთვის, რომელშიც მონაწილეობას უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მიიღებს, მხოლოდ 17 ივნისს, აღმასკომის პირველი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შედგება. პრესკონფერენცია, რომელიც დაახლოებით 17:30 წუთიდან დაიწყება, ე.წ. ლაივ-რეჟიმში გადაიცემა. გადაწყვეტილებები კი, რომლებსაც ამ ორი დღის განმავლობაში მიიღებენ ოფიციალური მედია-რელიზის სახით გავრცელდება.
17 ივნისს განსახილველ საკითხთა შორის იქნება:
- უეფა-ს 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის 1/8 ფინალების და მასთან დაკავშირებული საკითხები
-
- უეფა-ს 2020/21წლების ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ფაზის, ფლე-ოფის და ჯგუფური ეტაპთან დაკავშირებული საკითხები
-
- უეფა-ს 2019/20 წლების ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგისა ¼ ფინალები
-
- უეფა-ს 2020/21წლების ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის კალენდარი
-
- უეფა-ს 2019/20 ახალგაზრდული ლიგის დარჩენილი ეტაპები
სიახლეები ეროვნულ ნაკრებებთან დაკავშირებით:
- უეფა ევრო 2020-ის ჩატარების ადგილები და მატჩების განრიგი
-
- უეფა ევრო 2020-ის ფლეი-ოფებისა და უეფა-ს 2020/21-ის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კალენდრის გადახედვა
-
- უეფა-ს 2019/21 ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის კალენდარი და ფორმატი
-
- უეფა-ს 2019/20 წლების სეზონის 17-წლამე ქალთა ევროპის ჩემპიონატის და 19-წლამდე ჩემპიონატის კალენდარი და ფორმატი
სიახლეები ფუტზალის შეჯიბრებებთან დაკავშირებით
18 ივნისის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი თემები 2022 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის პროცედურა იქნება.
ამავე დღეს კლუბების ლიცენზირების და ფინანსური Fair Play-ს რეგულაციებსა და უეფა-ს მთავარ ე.წ. „გაიდლაინებს" განიხილავენ.





ჩვენ








