
ხვალ, 18 ივნისს, უეფა-ს სათაო ოფისში მორიგი ვიდეო-კონფერენცია გაიმართება. ამჯერად, დღის წესრიგში მნიშვნელოვანი თემები 2022 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის პროცედურა, კლუბების ლიცენზირებისა და ფინანსური Fair Play-ს რეგულაციებს, ასევე უეფა-ს მთავარ ე.წ. „გაიდლაინები" იქნება.
მანამდე კი, სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, უკვე გამართული ვიდეო-კონფერენციის შედეგებზე განცხადება სფფ-ს ვებ-გვერდზე გააკეთა.
„26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას, დღევანდელი მონაცემებით ეს მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება. ამ მატჩის გარდა ოქტომბერში ჩვენი ეროვნული ნაკრები კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს, სტუმრად სომხეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების წინააღმდეგ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრო 2020-ის ფლეი-ოფის ფინალში ვიასპარეზებთ. ფინალური შეხვედრა 12 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული. ამის გარდა კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ერთა ლიგის დასკვნით საშინაო მატჩებს გამართავს. რაც შეეხება მატჩებზე მაყურებლის დასწრებას, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია უეფას რეკომენდაციებსა და ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართული ამ პროცესში და ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას.
იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად ქართველი გულშემატკივარი უკვე სექტემბერში შეძლებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრებას", - აღნიშნა დავით მუჯირმა.
„ევრო 2020"-ის დარჩენილი ფლეი-ოფის მატჩებთან ერთად, მოგეხსენებათ, შემოდგომაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, საერთო ჯამში 8 მატჩის გამართვა მოუწევს. როგორც დაგეგმილი იყო, ეროვნული ნაკრები ასპარეზობას 5 სექტემბერს ესტონეთთან გასვლითი შეხვედრით განაახლებს.
5 სექტემბერი: ესტონეთი - საქართველო
8 სექტემბერი: საქართველო - ჩრდ. მაკედონია
11 ოქტომბერი: სომხეთი - საქართველო
14 ოქტომბერი: ჩრდ. მაკედონია - საქართველო
15 ნოემბერი: საქართველო - სომხეთი
18 ნოემბერი: საქართველო - ესტონეთი





ჩვენ








