ეძებენ დაკარგულ ფეხბურთელს!
ეძებენ დაკარგულ ფეხბურთელს!
20.06.2020
ავტორი:

ყურადღება!

ეძებენ!

საფეხბურთო კლუბის "საბურთალოს" აკადემიამ, დღეს სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გაავრცელა:


‼ ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელი და ჩვენი აკადემიის წევრი გიორგი შაქარაშვილი ორი დღის წინ უკვალოდ გაქრა მცხეთის ტერიტორიიდან. ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

გთხოვთ, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ დაგვიკავშირდით.


ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ 19 წლის ფეხბურთელი, 2 დღის წინ მცხეთაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ გორგის კვალი ქრება. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.


თბილისის დროით დაახლოებით 15:00 ინფორმაცია გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურმაც. განცხადებაში ნათქვამია:


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტიუაციების მართვის სამსახურის განცხადება


გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებისთვის, 20 ივნისს 17:00 საათიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე იგეგმება ზაჰესის დამბის გახსნა და ჟინვალჰესის დამბის დაკეტვა. ეს გამოიწვევს მდინარე არაგვში წყლის დონის დაწევას.


აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს გამოიჩინონ სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.


19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები რომელიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ნარეკვავის დასახლებაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება მათ შორის მდინარე არაგვსა და მტკვარზე. ღონისძიებაში ჩართული არიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები და მყვინთავები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 60 მაშველი და 6 მყვინთავი.