„დინამო“ ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობას იწყებს
„დინამო“ ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობას იწყებს
17.10.2017
ავტორი:

დღეს, გამთენიისას საკალათბურთო კლუბი "თბილისის დინამო"  ბულგარეთში გაემგზავრა. ქართული კლუბი სოფიის "ლუკოილ აკადემიკ"-თან მატჩით, ფიბას ევროპის თასის გათამაშებაში იწყებს ასპარეზობას.

ქართული კლუბი E ჯგუფში ასპარეზობს, სადაც „ლუკოილ აკადემიკ"-ის გარდა, სტამბულის BBSK და რუმინული „გლუჟ-ნაპოჩა" ასპარეზობენ. ქართველ კალათბურთელებს, მეორე ჯგუფური შეხვედრა, სწორედ რუმინულ კლუბთან ექნებათ 25 ოქტომბერს, თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში. მანამდე, კი ხვალ, 18 ოქტომბერს, სოფიაში „ლუკოილ-აკადემიკ"-თან მატჩი, თბილისის დროით 19:30 დაიწყება და ამ თამაშის თვალისდევნება ფიბას გვერდიდან შეგეძლებათ. გათამაშების მომდევნო ეტპაზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა.

TSFF.GE-სთვის ხელთასრებული ინფორმაციით, ირაკლი ხოშტარია ბულგარეთში შემდეგი შემაგდენლობით გაემგზავრა: ილია ლონდარიძე, მიხეილ ბერიშვილი, ლევან ფაცაცია, ნიკოლა გაჩეშა, გიორგი რევაზიშვილი, ზურაბ მაჩალაძე, გიორგი შარაბიძე, ლევან გრძელიძე, ნოდარ გოგოძე, კაელ ტურპინი, ლეველ ბოიდი, იოვან ჩრნიჩი.

შეგახსენებთ, რომ ჩრნიჩი, „დინამოს" სულ რამდენიმე დღის წინ დაემატა. 23 წლის სერბი ეროვნების კალათბურთელი „დინამომდე", ამერიკული კოლეჯის გუნდში თამაშობდა. „დინამოს" რიგებში, სადებიუტო მატჩში, ქართული სუპერლიგის სტარტზე კი მის ანგარიშზე 11 ქულა იყო.

სუპერლიგის სასტარტო მატჩში, დინამოელთა შორის, არ უთამაშია ნიკოლა გაჩეშას. როგორც თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა მაშინ აგვიხსნა, გაჩეშას ფეხი სტკიოდა და მას დასვენების საშუალება მისცეს.  შეგახსენებთ, რომ ახალ საკალათბურთო სეზონში დინამოელთა შორის სწორედ გაჩეშა და კიდევ, ერთი ლეგიონერი ტურპინი არიან ყველაზე პროდუქტიულები.

როგორც უკვე გითხარით, ქართველი კალათბურთელები სოფიაში დღეს გამთენიისას გაემგზავრნენ. ისინი სასტუმრო „Hotel Tsarsko Selo"-ში დაბინავდნენ და მოგვიანებით თამაშისწინა ბოლო ვარჯიშსაც გამართავენ სოფიის „უნივერსიადა ჰოლში".