
„ვაქციოთ კალათბურთი ცხოვრების წესად" - ეს შიო ხეცურიანის საარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი და შიოს „სახლის" „სახურავია". ამ „სახლის" ასაშენებლად, კი არც თუ შორეულ წარსულში, ყოფილი ქართველი კალათბურთელი ჯერ ფედერაციის პრეზიდენტად მოსვლას აპირებს და შემდეგ, სახლის საძირკველის ჩაყრას, რომლის მშენებლობაც 10 წლის შემდეგ უნდა დასრულდეს. შესაბამისად, რამდენად მყარია სახლი, ბოლოში გამოჩნდება. თუმცა, იმისთვის რომ პროექტი წარმატებული იყოს, კალათბურთის ფედერაციის სათავეში მოსვლის მსურველი ახალგაზრათა (თუმცა „ვეტერანი" კალათბურთელებისგან შემდგარი) ჯგუფი, არსებული საფუძვლის გამყარებასაც გეგმავს.
„ის განწყობა, რომ ყველაფერი ცუდია და ჩვენ ყველაფერი კარგი მოგვაქვს, არაა. ყოველთვის, ყველა შეხვედრაზე ვამბობ, რომ ცალკეული პროექტი იქნება ეს, ადამიანური რესურსი თუ ყველაფერი, რაც არის ქმედითი, იმას არა თუ გავაჩერებთ, არამედ ხელს შევუწყობთ, რომ განვითარდეს. რაც მიუღებელია, თუნდაც პიროვნებები (იმიტომ, რომ ქართული კალათბურთი ტალახში ამოსვარეს), ისინი ვერ გაჩერდებიან ფედერაციაში" - ამბობს შიო ხეცურიანი და აქვე, TSFF.GE-ს შეკითხვაზე იმასაც ამატებს, რომ „თუკი, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ილიას ზუროსს, უკვე გაუფორმდა 2-წლიანი ხელშეკრულება, მასთან მუშოაბის არანაირი პრობლემა არაა. ერთი, რომ თვითონ, როგორც მწვრთნლეზე არც მე და არც ჩემი გუნდის წევრებს, არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ვთვლით, რომ კვალიფიციური მწვრთნელია. მეორე, მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ მიმჩნია მიზანმიმართულად, იმიტო, რომ ეს იქნება ფინანსური ზარალი. ამასთან უნდა დავადასტუროთ, რომ მასზე უკეთესს მოვიყვანთ იმავე, ან უფრო ნაკლებ თანხად. აქედანვე ნათელი მინდა იყოს, რომ ზუროსის ნაკრებიდან გაშვების საკითხი, დღის წესრიგში საერთოდ არ დგას".
შიო ხეცურიანთან შეხვედრა და სპორტული მედიის იმ ნაწილთან, რომელიც უშუალოდ კალათბურთის თემაზე მუშაობს, საუბარი გუშინ, ზაზა ფაჩულიას აკადემიაში შედგა. ეს იყო, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის მორიგი საქმიანი შეხვედრა , ამჯერად - სპორტულ ჟურნალისტებთან.
დღეისათვის, ქართულ კალათბურთში, 10 მილიონ 300 ათასი იხარჯება, საიდანაც სახელმწიფო წილი 7 მლნ 900 ათასია. შესაბამისად, გუნდების დაფინანსების 94%-იც სახელმწიფოზე მოდის. ხეცურიანის განცხადებით, ფედერაციაში, მისი გუნდის მოსვლის შემთხვევაში, არსებობს გათვლები, რის ხარჯზეც საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ფედერაციის დაფინანსება მოიმატებს. ბუნებრივია, ამაში, სახელმწიფოს გარდა, კერძო სექტორიც აქტიური მონაწილეობას მიიღებს.
„დაფინანსება უნდა გაიზარდოს პირველ რიგში სუპერლიგის. თუკი რომელიმე გუნდი ევროპის სარბიელზე გავა, დამატებით უნდა წახალისდეს. ამას გარდა, უნდა ამოქმედდეს, ე.წ. ბონუს პროგრამებიც, მაგალითად თუკი გუნდს ჰყავს 18-წლამდელთა გუნდი, მიეცეს დამატებითი თანხა. ჰყავს, 16-წლამდელებიც? კიდევ დამატებითი. ანალოგიური დამატებითი თანხა, თუკი კლუბს, ქალთა გუნდიც ჰყავს. თუკი გუნდი, გავა ევროპულ სარბიელზე, მათ დამატებით უნდა წახალისება, ფინანსური იქნება ეს თუ სხვა სახის ჩართულობა, ეს მომავალში გაირკვევა და მთავარია, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს გაცხადებული. გუნდებს უნდა ჰქონდეთ ინტერესი ითამაშონ ევროპის ტურნირებზე", - ამბობს ხეცურიანი.
კარგ ინიციატივას უწოდებს შიო ხეცურიანი თბილისის „დინამოს" ნაბიჯს ეთამაშა ევროპის საკლუბო ტურნირები. „რა შედეგიც არ უნდა დადოს, ეს უკვე კარგი ინიციატივაა და იმედია, ყველა ვთანხმდებით, რომ კარგია, „დინამოს" ევროპაზე თამაში. სამწუხაროდ, ბევრი წლის მანძილზე ეს პრქტიკა არ გვქონდა. თანდათან გვინდა, რომ ევროპის საკლუბო სარბიელზე გუნდების რაოდენობა გაიზაროდს. 2 წლის შემდეგ იყოს 3 გუნდი, კიდევ ცოტა ხანში, 4 თუ გვეყოლება ეს საქრათველოსთვის საკმარისიც არის და ძალიან კარგიც" - ამბობს შიო ხეცურიანი.
ხეცურიანისეული კალათბურთის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე მუშაობისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა მარკეტოლოგების დაიხმარა. კვლევი მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 54 %-ს კალათბურთი არ აინტერესებს (აქ, ხეცურიანი იმედოვნებს, რომ კველვა ევრობასკეტამდეა ჩატარებული და ცოტათი, მაგრამ ეს %-ი მაინც, შემცირდებოდა). აი, გულშემატკივარი კი გამოკითხულთა 24%-ია, რაც არც თუ ცუდი შედეგია, თუმცა შიოს მიაჩნია, რომ მისი „სახლის" სრული დატვირთით ამუშავების შემთხვევაში ეს რიცხვი 31%-მდე უნდა გაიზარდოს.
ამისთვის კი, აუცილებლობას, მასობრიობაში, ჩართულობას, ფინანსების მოძიებას, ინფრასტრუქტურის განახლებას და დამატებას, სწორ საკადრო პოლიტიკას და კარგ და გამჭირვალე მმართველობაში ხედავს. როგორ გავთვალით, ვის უნდა შევხედოთ, ვიცი გამოცდილება გავიზიაროთ... თავდაპირველად შიო ხეცურიანის გუნდმა 2 პოსტსოციალისტური ქყვეყანა შეარჩია, თუმცა კვლევის შედეგად სლოვენიურ მოდელზე შეჩეედა. ბუნებრივია, ამ ერთ სტატიაში სრულად ძნელია თითქმის 3 საათიანი პრეზინტაცია-დიალოგის (შეკითხვებითა და არგუმენტირებული პასუხებით) გადმოცემა, მაგრამ რამდენიმე დეტალს შევეცდებით ხაზი გავუსვათ.
პირველი - თავდაპირველად სწორება, სლოვენიასა და ლიტვაზე ხდებოდა. საბოლოოდ კი, არჩევანი სლოვენიურ მოდელზე გაკეთდა, რომელიც მოსახლეობითა თუ ტერიტორიით საქართველოსაგან დიდად არ განსხვავდება. თუმცა კალათბურთში რა მიღწევები აქვს, ყველასათვის ცნობილია. დღეისათვის, ქართული კალათბურთი ციფრებში სლოვენიურს საგრძნობლად ჩამორჩება, თუმცა, დეტალებში გაწერული გეგმით ბევრი პრობლემის გადაწყვეტა უახლოეს წლებში შეიძლება. „ჩვენ ყველა გათვლა, ყველა პარამეტრი, რიცხვებში გვაქვს გაწერილი. შესაბამისად, მონიტორინგის გაკეთებაც, რა სრულდება და როგორ, არ იქნება რთული გასაკეთებელი", - ამბობს ხეცურიანი.
მეორე - თუკი მუშაობა გაგრძელდება სლოვენიური მეთოდით, თუკი დღეს, საქართველოში კალათბურთელთა რაოდენობა 4 375-დან (მათ შორის მამაკაცი, ქალი, ბავშვი) 2022 წელს 9 250-მდე უნდა გაიზარდოს, 2028-ში კი ეს ციფრი 18 020 უნდა გახდება.
მესამე - გაუმჯობესდება ვითარება საკალათბურთო დარბაზების, მწვრთნელების, მსაჯებისა და ფიზმომზადების სპეციალისტების მხრივ. წინსვლა ექნებათ სუპერლიგის გუნდებს და ევროპულ თასებზე მოთამაშე გუნდების რიცხვიც გაიზრდება.
მეოთხე - კალათბურთელთა ჯანმრთელობა, დაზღვევა, სამედიცინო კონტროლი. თემები, რის გარეშეც არა თუ თანამედროვე კალათბურთი, არამედ, სპორტის ნებისმიერ სახეობაში შედეგის ჩვენება წარმოუდგენელია.
მეხუთე - თემა, რომელიც საქართველოში უნდათ, იციან, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ: მარკეტინგი და PR. ამ კუთხით ახალი ფედერაცია, საერთაშორისო კავშირებზე გასვლას და შესაბამისად დონორების მოძიებასაც გეგმავს და უკვე ჰყავს კიდევაც შეთვალიერებული ობიექტები. „სოციალური მედია, პრესა, ტელევიზია. სამწუხაროდ, ტელევიზიით მსგავსი აქტივობების გაშუქება ძალია ცოტაა. ბუნებრივია, ეროვნული ჩემპიონატის გაშუქებას ვგულისხმობ და არა ეროვნული ნაკრებისას. უნდა იყოს საკალათბურთო გადაცემებიც, რაც სამწუხაროდ არ არის. არის მხოლოდ ერთი. ჩვენი ხედვით, ლაივსტრიმის მეშვეობით სუპერ და „ა" ლიგის თამაშების ტრანსლირება უნდა მოხდეს. ეს, ამ სახეობით დაინტერესებას გაზრდის", - ამბობს შიო ხეცურიანი, რაშიც არ შემიძლია არ დავეთანხმო, როგორც სპორტული ჟურნალისტი, რომელსაც თავად მიხდებოდა სატელევიზიო რესურსით, მაშინ, როცა სოციალური მედია არ არსებოდბდა, სპორტის ამ სახეობისთვის ინტერესის გაღვივება.
ეს მოკლედ, რისი ჩატევაც ამ სტატიაში მოვახერხეთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ფედერაციის მომავალი არჩევნები დეკემბერშია დაგეგმილი. დარჩენილ დროში შიო ხეცურიანის პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწება, რის შემდეგაც საბოლოო პრეზენტაცია შედგება. ამ ეტაპზე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი, ოფიციალურად, მხოლოდ ხეცურიანს აქვს გამოთქმული.





ჩვენ








