
ფუტსალში, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს რეიტინგის 22-ე ადგილზეა, 1627.160 მაჩვენებლით. ჩვენს ნაკრებს, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება წესით, 2021 წლის თებერვალში შეუძლია. თუმცა, კორონა ვირუსის პანდემიის გამო არეული საშეჯიბრო განრიგის გამო, ისევე როგორიც სხვა ტურნირებში, უეფა-ს აქაც უხდება მთელი რიგი ცვლილებების შეტანა და შესაბამისა, წილისყრა, რომელიც 14 მაისს, უნდა შემდგარიყო და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამორკვეულიყო ევრო 2022-ის მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია.
„ამ პერიოდში, რასაც ვახერხებთ ფიზმომზადებაა. დავრბივართ. ასე ვართ უკვე, მეოთხე კვირაა. ჯერ დარბაზში შესვლის და იქ ვარჯიშის დაწყების შანსი არაა. ჩვენს ისე, როგორც სხვები ველოდებით რა იქნება. საქართველოს ჩემპიონატი შეჩერებულია და კაცმა არ იცის როდის დაიწყება. ნაკრების ბრაზილიელები და სხვა ლეგიონერები, რომლებიც სხვადასხვა კლუბებში არიან, ყველა თავისით, ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ, შემდეგ როგორც ჩვენ მათაც გუნდებში ფიზიკურად დაიწყეს ვარჯიშები. ნაკრების მოთამაშეებიც, რომლებიც ახლა საქართველოში არიან, ყველა ერთად ვვარჯიშობთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი TSFF.GE-სთან საუბარში.
ამ ეტაპისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა ტურნირის ჩატარებას ან დასრულებას გეგმავს სფფ-ს ფედერაცია, თუმცა, თუ როდის განახლდება ფუტსალში ქვეყნის ჩემპიონატი, ჯერ-ჯერობით უცნობია.





ჩვენ








