
ბოლო წლებში, „დინამო თბილისის" ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი ვადაზე ადრე შეწყდა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ოფიციალურმა გვერდმა დღეს, ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ლევან მჭედლიძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში, წარმატებული კარიერა უსურვა.
თავდამსხმელმა, რომელმაც „დინამო თბილისთან" 1+1 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და 2019 წლის სეზონზე, საჩემპიონო გოლი გაიტანა, ეროვნული ლიგის 2020 წლის განახლების შემდეგ, გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და კლუბმაც, მას ეს სურვილი დაუკმაყოფილა.
ჯერჯერობით უცნობია, საქართველოში გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას, უცხოეთში, თ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს. საფეხბურთო კულუარებში არსებული ერთ-ერთი ვერსიით, თუკი მჭედლიძე საზღვარგარეთ არ წავა სათამაშოდ, არაა გამორიცხული, ის ბათუმის „დინამოში" აღმოჩნდეს. ანდა, სულაც თბილისურ "ლოკომოტივში". თუმცა, TSFF.GE-სთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ მჭედლიძე ამ ეტაპზე „წუთშესვენების" აღებას აპირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენიმე დღეა, ჩვენი გვერდი მასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, ფეხბურთელი, ამ ეტაპზე კონტაქტზე არ გამოდის.
ასევე იხილეთ: http://tsff.ge/index.php?m=6&news_id=1239






ჩვენ








