
კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ეხვევა სკანდალში. ამჯერად დღეს, შსს-ს ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ 24 წლის სპორტსმენი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 2020 წლის ევროპის ვერცხლის მედლის მფლობელი -72 კგ წონით კატეგორიაში იური ლომაძე დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, სპორტსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ 5 პიროვნებასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს ბრალი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ. დანაშაული კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს და ორიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლის განჩინება, თავის მხრივ გამოძიების მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დაკავებულებმა, ქალაქ ბათუმში, ძალის გამოყენებით, ოზურგეთის რაიონის, სოფელ ბოხვაურში წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ მოქალაქეს.
აღნიშნულის გარდა, ამ ეტაპზე შსს-ს მეტ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის გამო არ ავრცელებს. ჩვენი გვერდი კი, დღეს შეეცადა ჭიდაობის ფედერაციასაც დაკავშირებოდა და გაეგო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რა სანქციები ელის სპორტსმენს. ასევე, ჩვენი გვერდისთვის სანდრო წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ჭიდაობის ფედერაცია, მომხდართან დაკავშირებით განცხადებას სამშაბათს ან ოთხშაბათს გააკეთებს.
აქვე, გეტყვით, რომ ბოლო შეჯიბრის შემდეგ, რომელზეც ქართველმა კლასიკოსებმა ბოლოს 2020 წლის ზამთარში რომში იასპარეზეს, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, შესვენება მოუხდათ და ისინი, ინდივიდუალურად ფიზიკურ მომზადებას გადიოდნენ.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ფოტო





ჩვენ








