
საფეხბურთო კუბის „ლოკომოტივის" ოფიციალურმა გვერდმა დღეს, გუნდის მთავარი მწვრთნელის წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა. კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ სოსოს გაწეული სამუშაოსთვის და ჩვენთან გატარებული სამთვიანი პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში", - ნათქვამია გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ჩანს, ფრუიძის გუნდიდან წასვლის მიზეზი, ეროვნული ლიგის მე-4 ტური გახდა, სადაც „ლოკომოტივი" თბილისურ დერბიში 4-0 დამარცხდა. მანამდე კი, მე-3 ტირში პირველი ქულები დაკარგა. შეგახსენებთ, რომ ფრუიძემ, თბილისური კლუბი, ეროვნულ ჩემპიონატში გამოცხადებული შესვენების დროს მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი პოზიცია ლევან კორღალიძემ დატოვა.
"ყიფიანთან მქონდა საუბარი და ჯობს, ამ ეტაპზე ასე დავშორდეთ. ერთი თამაში არ წყვეტს არაფერს. თუმცა, ერთი თვეა რაც გუნდს ვუყურებ. ორი კვირით ადრე, ჩემპიონატის განახლებამდე დავიწყეთ ვარჯიში. ისე, რომ არც ერთი ამხანაგური გვითამაშია, პირდაპირ ჩემპიონატის მატჩები ჩავატარეთ. არაფერი, გუნდში არ შემიცვლია, არც სისტემა, არც სტრატეგია. უბრალოდ, შევეცადე ამ პერიოდში, ის გაურკვეველი სათამაშო სიტუაციები, რასაც ბიჭები მეუბნებოდნენ დამელაგებინა. დანარჩენი, თამაშებში, ის შემადგენლობა დავაყენე რაც გუნდმა ის ორი თამაში ჩაატარა. ეს იმიტომ გავაკეთე კიდევ, რომ ჯერ ახლებს და ახალგაზრდებს, რომლებიც გუნდში დამხვდნენ მე არ ვიცნობდი. რეალურად, ბოლო 2 კვირაა მათ ვუყურებდი. „დინამო თბილისთან" თამაშშიც, შემადგენლობის დაყენებისას, საერთო გადაწყვეტილება იყო „ორი აპორნი" რადგან ასე, სულ წარმატებას ვაღწევდითო. მეც დავეთანხმე, თუ ორი საყრდენით წარმატებას აღწევდით, მე ჯერ არ ვიცნობ ბიჭებს კარგად და გენდობითქო. იქ, თუკი რამეს შეცვლიდი, მთლიანად შენს გემოზე უნდა შეგეცვალა. ამ ეტაპზე, ასეთ ცვლილებებს შესაძლოა, სულ აერია გუნდის თამაში. შესაბამისად, ვსწავლობდით მოწინააღმდეგის სტრატეგიას და აქედან გამომდინარე ვმოქმედებდით. შესაბამისად, ჩავთვალე, რომ თუ მე გუნდის წარმატებას ხელს ვუშლიდი, ჯობდა წამოვსულიყავი", - ამბობს სოსო ფრუიძე, TSFF.Ge-სთან საუბარში.

თუ სად გააგრძელებს გამოცდილი ქართველი მწვრთნელი სოსო ფრუიძე სამწვრთნელო კარიერას ჯერ-ჯერობით უცნობია. ფრუიძესთან საუბრის შემდეგ, ვიცით მხოლოდ, რომ ის ამ ეტაპზე არც ერთს სხვა კლუბთან, მათ შორის არც საჩხერის „ჩიხურასთან", რომელიც მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა და ძლიერთა ლიგიდან გავარდნის კანდიდატია, არ გეგმავს. TSFF.GE შევეცადეთ, კლუბის ხელმძრვანელობას დავკაშვირებოდით და უფრო მეტი გაგვეგო, კლუბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, ზემოთაღნიშნული განცხადების გარდა, ჯერ "ლოკომოტივი", სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ბუნებრივია, ჩვენ დავუკავშირდით, მწვრთნელს, რომელსაც „ლოკომოტივი" სოსო ფრუიძემდე ებარა და ამჯერად არც ერთ გუნდში არ მუშაობს.

„ჯერ-ჯერობით, „ლოკომოტივში" დაბრუნებასთან დაკავშირებით არავინ შემომხმიანებია, თუმცა იქ დაბრუნებაზე, არც მე ვფიქრობ", - ამბობს ლევან კორღალიძე, ჩვენთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ სწორედ, ლევან კორღალიძის გუნდში მისვლის შემდეგ, 2019 წლის სეზონზე თბილისურმა „ლოკომოტივმა" ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა. 2020 წლის სეზონის სტარტზე კი, ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა. თუმცა, კორონა ვირუსის პანდემიის დროს შექმნილი პრობლემების ფონზე, გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც „ლოკომოტივის" სათავეში ხედავენ გიორგი მინაშვილია. ჩვენ დავუკავშირდით გიორგი მინაშვილსაც, რომელმაც გვითხრა, რომ „ეს ინფორმაცია არ არის მართალი. ამჯერად, მე კონტრაქტი მაკავშირებს ჩინურ კლუბთან. „ლოკომოტივმა" იცის, რომ მე კონტრაქტი მაქვს ჩინეთთან და ამ ეტაპზე, ვერ მოხერხდება ჩვენი თანამშრობლობა. აქედან გამომდინარე, არც კონკრეტული საუბარი ყოფილა", - ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი მინაშვილი.
ეროვნული ლიგის გათამაშებაში, 4 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი" 7 ქულით მე-3 საფეხურზეა. 2020 წლის აგვისტოდან კი, კლუბს უეფა-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება უწევს.





ჩვენ








