
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის "ლოკომოტივს" ხვალიდან გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაიბარებს. მხარეებმა სამწელიწადნახევრიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.
ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ კლუბის ოფციალურმა გვერდმა გაავრცელა. "ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ხვალ კი, ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს და 9 ივლისს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში გუნდს მოედანზე უკვე ჭიაბრიშვილი გაუძღვება.
გიორგი ჭიაბრიშვილი ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსთან" ერთად, მან ეროვნული ლიგა და საქართველოს თასი მოიგო. ახლა კი, ახალგაზრდა სპეციალისტი წარმატების მიღწევას უკვე "ლოკომოტივთან" ერთად შეეცდება.
ბევრ წარმატებას და ახალ ტიტულებს ვუსურვებთ გიას "ლოკომოტივთან" ერთად!" - ნათქვამია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "ლოკომოტივი" დატოვა სოსო ფრუიძემ, ჩვენი გვერდი ცდილობდა გიორგი ჭიაბრიშვილთან დაკავშირებას. თუმცა, ამ ეტაპზე "ლოკოს" ახალი მწვღთნელი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.





ჩვენ








