მაჩვენებლები, რომლებიც ცუდი არაა, მაგრამ შეიძლება უკეთესიც გახდეს
მაჩვენებლები, რომლებიც ცუდი არაა, მაგრამ შეიძლება უკეთესიც გახდეს
17.10.2017
ავტორი:

15 ოქტომბერს, თბილისური დერბის შემდეგ, ბექა მიქელთაძის პოლარის სისტემამ ასეთი შედეგები დააფიქსირა: საერთო ჯამში დაფარული მანძილი - 11,91 კმ, სპრინტების რაოდენობა - 25, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 33,4 კმ/სთ გამოავლინა. დინამოელთა ცხრიანმა, თბილისური დერბის დროს ერთი გოლი და ერთც საგოლე გადაცემა მიითვალა. თუმცა, პოლარის სისტემის მიხედვით, მისი ფიზიკური აქტივობა, დინამოელთა შორის არ იყო საუკეთესო.

მაჩვენებლები ზოგადად გუნდის, ამ შემთხვევაში „დინამო თბილისისა" და ცალკეული ფეხბურთელებისაც, თუ გიორგი ზარიას მონაცემებს გამოვაკლებთ, საქართველოში, მას შემდეგ, რაც პოლარის სისტემის გამოყენება დაიწყეს ეროვნულ ლიგაზე, საუკეთესოა. ბექა მიქელთაძესაც უფრო მეტი მანძლის დაფარვაც შეეძლო. მთლიანად „დინამოს" კი, კონკრეტულ მატჩში, კლუბში არსებული მონაცემებით, ენერეგიის 25% კიდევ, რეზერვში ჰქონდა. რაც შეეხება გიორგი ზარიას, მოგეხსენებათ ტრავმის შემდეგ, ჯერ არაა საბოლოოდ ფორმაში შესული და მიკრო-ტრავმით თამაშობს. ასე, რომ საერთო გუნდურ მაჩვენებელში, ეს „დანაკლისიც" გასათვალისწინებელია.   

 

შეგახსენებთ, რომ საქრათველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ეროვნულ ლიგაში უკვე ზედიზედ რამდენიმე თამაშში პოლარის სისტემა გამოიყენა. აღნიშნული სისტემა, ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა. ბუნებივია, სიახლეს, ბევრი უნდობლობა და კითხვის ნიშანი მოჰყვა. „ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და აქვს ლოგიკური საფუძველი. წლების განმავლობაში მსგავსი მონაცემების მიღება საქართველოს ჩემპიონატში არ ხდებოდა, ნაჩვენები შედეგებიც არ იყო მისაღები, ამიტომ იქმნებოდა წარმოდგენა, რომ ამ მხრივ ძალიან დაბალი მაჩვენებლები იქნებოდა. ცხადია, კმაყოფილები არც ახლა ვართ. მართალია, ციფრები თითქოს მისაღებია, მაგრამ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ტემპს, რაც უკეთესის სურვილს გვიტოვებს. თუნდაც მაგალითად ავიღოთ ქუთაისის „ტორპედოს" ფეხბურთელის, გიორგი კუხიანიძის მიერ დაფარული 12 კილომეტრი. ეს შედეგი აბსოლუტურად შეესაბამება თანამედროვე ევროპულ მაჩვენებლებს, მაგრამ სასურველია ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს 11 თუ 12 კილომეტრი დაფარონ უფრო მაღალ ტემპში და თან ისწავლონ სწორი სირბილი. მარტივად რომ ვთქვა: სირბილი არა ყველგან, არამედ სწორად! ესაა მთავარი განსხვავება ევროპულ და ქართულ მაჩვენებლებს შორის", - ასეთ განმარტებას აძლევს  თბილისურდერბიმდე ეროვნული ლიგის იფიციალურ გვერდზე სფფ-ის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელთან ირაკლი ჩიტაური.

პოლარის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია თანამედროვე სპორტში და არა მხოლოდ ფეხბურთში. აღსანიშნავია, რომ დღეს პოლარის სისტემისგან მიღებული შედეგები, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მწვრთნელისთვის, რამეთუ მათ ყველა სპორტსმენზე აქვთ დეტალური ინფორმაცია, იციან მათი პლუს-მინუსები, აფასებენ გაწეულ სამუშაოს... რა შეიძლება მოსთხოვო და სად არის ზღვარო. გამონაკლისი არც ფეხბურთია. სფფ-ის ანალიტიკურმა ჯგუფმა თავდაპირველად, საშუალო ევროპული მაჩვენებლით იხელმძღვანელა, როცა 19 კმ/სთ-ზე მაღლა  სიჩარე ითვლება სპრინტად. თუმცა, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ეს მაჩვენებელი 25 კმ/სთ-ზე მაღლაა. უკვე ამ ბოლო (25 კმ/სთ-ზე) მაჩვენებლით დაითვალეს, ქართველმა ანალიტიკოსებმა თბილისური დერბის დროს პოლარის სისტემის მაჩვენებლებიც.

 

ინფორმაციისთვის  - სფფ, პოლარის სისტემას  ეროვნულ ნაკრებშიც იყენებს. ნაკრებში, პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მონაცემები არის განმსაზღრელი. აღსანიშანვია, რომ ამ მხრივ, ეროვნულ ნაკრებში, დიდი პროგრესია. სფფ-ს ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღავნელის ინფორმაციით, ფეხბურთელები ძალიან ახლოს არიან ევროპულ მოთხოვნებთან. სფფ-ში იმედოვნებენ, რომ წამოწყებას ეროვნული ლიგაში მოასპარეზე კლუბები აუბავენ მხარს და პოლარის სისტემას გუნდების წვრთნის პროცესში უფრო აქტიურად გამოიყენებენ.