
არა ძალადობას, ასეთი ჰაშტეგით დღეს სოციალურ ქსელებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის ფოტოები გავრცელდა.
„ასეთ რთულ დროს, სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ამ ფორმით, თანადგომას ვუცხადებ 19 წლის ფეხბურთელის ყველა ახლობელ ადამიანს. #არაძალადობას #Notoviolence" - ასეთი მინაწერი აქვს ფოტოებს.
ფეხბურთელების ამერიკული კლუბის სათამაშო მაისურებზე, ხელით მხოლოდ ორი სიტყვაა მიწერილი - გიორგი შაქარაშვილი. ამ ფორმით ქართველი ფეხბურთელები იმ სოლიდარობის მოძრაობას შეუერთდნენ, რომელიც ქართულმა საფეხბურთო სამყარომ იძულებით, კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული საფეხბურთო კარანტინის დასრულების შემდეგ, სკ „საბურთალოს" აკადემიის 19 წლის მოკლული ფეხბურთელის მხარდასაჭერად დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის განახლების დღეს, ყველა მატჩი, გიორგი შაქარაშვილის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.





ჩვენ








