ქართველი ექსტრაკლასას ჩემპიონია
ქართველი ექსტრაკლასას ჩემპიონია
11.07.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია, პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე გახდა.


ვარშავის „ლეგიამ" დღეს, „კრაკოვიცასთან", ანგარიშით 2-0 გამარჯვა, უშუალო მდევრებს პოზნანის „ლეხსა" და გლივიცეს „პიასტის" 11 ქულით გაუსწრო და ჩემპიონობა, 68 ქულით ვადამდე ადრე გაიფორმა.


დღევანდელ მატჩში, გატანილი გოლებიდან კი, ერთ-ერთი  სწორედ, ჩვენი ვაკო გვილიას ანგარიშზეა. ქართველმა მეტოქის კარი 75-ე წუთზე აიღო. ეს გვილიასთვის ექსტრაკლასას 2019-2020 წლების გათამაშებაში რიგით, მე-11 გოლია. ახლა, დარჩენილ 2 ტურში, რომელსაც ვარშავის „ლეგია" გდანსკის „ლეხიასა" და შჩეჩინის „პოგონთან" გამართავს, ქართველს ისღა დარჩენია, გოლების რაოდენობა გაზარდოს.



ფოტო: Legia Warszawa