
35 დღე და 2 საათი - ახლა, ამ დროს უჩვენებს ფიბა-ევროპის ვებ-გვერდზე მსოფლიოს 2019 წლის ევროპული საკვაიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე „ტოსოტის" საათი, რომელიც ფიბა-ევროპის ოფიციალური სპონსორია. მთავარ საკალათბურთო ოფისში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატები, ნაცვლად 2-წლიანი შუალედისა, ამიერიდან 4 წელში ერთხელ ჩატარდება. სწორედ, ამის გამო ნოემბრის ბოლოდან ევროპული კლუბები არა ევროპის, არამედ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ევროპის ნაწილში საუკეთესოებს გამოავლენენ. აი, მომდევნო 2 წელში, კი 2021 წლის ევრობასკეტი გაიმართება.
თუ, რომელი ქვეყნები უმასპინძლებენ საკალათბურთო ფორუმს, ფიბას ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუმცა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. აღნიშნული წინადადებით კალათბურთის ფედერაციამ ფიბას ოფიციალურადაც მალე მიმართავს. დათანხმდება თუ არა ფიბა, ქართველების თხოვნას 2018 წლის გაზაფხულზე გაირკვევა. თუმცა, სავარაუდოდ, გადაწყვეტილების გამოტანამდე ფიბას წარმომადგენლები აუცილებლად ეწვევიან საქართველოს და „მასპინძელი დარბაზის" ვარგისიანობას დეტალურად შეისწავლია. შეისწავლიან, ისეთი წვრილმანი ნიუანსების გათვლით, როგორიც არის მედიაზონა, გასახდელები, უსაფრთხოება და თუნდაც ტუალეტები ან განათება დარბაზში, რომელიც ფინალური ეტაპის სტანდარტით, ყველა ვარიანტში აღემატება საკვალიფიკაციო მიმოსვლითი თამაშების სტანდარტებს. იმედია, ამ გამოცდას თბილისის სპორტის სასახლე, რადგან ოლიმპიური სასახლე, ელემენტარულად მაყურებლის ტევადობიდან გამოირიცხა, ამ მაჩვენებს დააკმაყოფილებს და ფიბაც მოგვცემს თანხმობას, 2021 წელს თბილისმა და საქართველომ საკალათბურთო ზეიმში მივიღოთ მონაწილეობა. მანამდე კი, გაზაფხულამდე მოგვიწევს ლოდინი.
„ფიბა-ს ხელმძღვანელებთან უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი ფედერაციის სურვილი, ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს. მომავალ გაზაფხულს ფიბა-ს აღმასრულებელი ორგანო შეიკრიბება და საბოლოოდ გადაწყდება მომავალი ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ბოლო ორმა ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ტურნირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარება საკმაოდ მისაღებია... მართალია, 2021 წლის ევრობასკეტის მთლიანად ჩატარების წინასწარი სურვილით ესპანეთმა გამოთქვა, მაგრამ ვფიქრობ, ბოლო წლების დადებითი მაგალითი გადააწყვეტინებს ფიბა-ს, ფორმატი არ შეცვალოს და ტურნირის ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებმა უმასპინძლონ. ასეთ შემთხვევაში, გამოცხადდება ის პირობები, რაც ევრობასკეტის მასპინძლობის მსურველმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს და ჩვენ მზად ვართ, ამ მხრივ ვიმუშავოთ და ფიბა-ში უკვე ოფიციალური განაცხადი შევიტანოთ", - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ.
რაც შეეხება მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევ ეტაპს, რომელიც ნოემბერში დაიწყება, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები გერმანიის, ავსტრიისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად, G ჯგუფში ასპარეზობს. ქართველი კალათბურთელები, პირველ 2 შეხვედრას სტუმრად ჯერ გერმანიაში, 24 ნოემბერს და შემდეგ 27 ნოემბერს, სერბეთში გამართავენ. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, 2 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა (2 წლით კონტრაქტი გაუგრძელა) ბერძენ ილიას ზუროსს. ნაკრების მთავარი მწვრთნლელი საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ზაზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიძის, გიორგი ცინცაძისა და ანატოლი ბოისას წასვლის შემდეგ, მსოფლიოს შესარჩევის დაწყებამდე მცირე დროში, საკმაოდ მძიმე არჩევანის წინ დგას.






ჩვენ








