ნიკა სანდოხაძე - სეზონის ბოლომდე ლოკომოტივში
ნიკა სანდოხაძე - სეზონის ბოლომდე ლოკომოტივში
17.07.2020
ავტორი: თ.ჯ.

საფეხბურთო კლუბმა, თბილისის "ლოკომოტივმა" დღეს, ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოცდილი ცენტრალური მცველი - ნიკა სანდოხაძე სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით „ლოკომოტივში" ითამაშებს.


26 წლის ფეხბურთელი „ლოკომოტივში" 2013-14 და 2014-15 წლების სეზონებში თამაშობდა და გუნდის შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა. 2019 წელს, ის „საბურთალოს" შემადგენლობაში ასპარეზობდა. 2020 წლიდან კი, „დინამო" თბილისში გადავიდა, თუმცა, ტრავმის გამო, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგებში არ უთამაშია.

"ლოკომოტივის" ფოტო