ფიფა-ს ბანი და ხელისუფლების გაჭიანურებული ნაბიჯები
ფიფა-ს ბანი და ხელისუფლების გაჭიანურებული ნაბიჯები
18.07.2020
ავტორი: თ.ჯ.

დღეს დილიდან სოციალურ ქსელში, საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს" გულშემატკივართა გვერდი „ჩვენ ვართ ტორპედო" განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბრობს, რომ იმერულ კლუბში იტალიელი ინვესტორების გამოჩენით პრობლემა არ მოგვარებულა. ინვესტორი კი არის, თუმცა, ვიდრე ის ოფიციალურად კლუბის მფლობელი გახდება, არსებული დავალიანებების სრულად ვერ გაისტუმრებს.


ჩვენი ინფორმაციით, იტალიელი ფაბიო მანინო 2020 წლის თებერვლიდან კლუბის არსებულ დავალიანებების ნაწილსაც ისტუმრებს და კლუბის არსებობისთვის, ყველა სხვა დანარჩენ თანხებსაც გამოდის. თუმცა, ის დღემდე, ოფიციალურად, კლუბის იურიდიული მფლობელი ვერ არის, რაც შესაბამისად, მისი მხრიდან სრულფასოვან მართვას აფერხებს. TSFF.Ge-სთვის ხდება ცნობილი, რომ იტალიელები, ონლაინ-რეჟიმში ყოველდღიურ კავშირზე არიან ქუთაისურ კლუბთან.


თავის მხრივ, „ტორპედოში" გვითხრეს, რომ სავარაუდოდ მომავალ კვირაში, კლუბის ქართული ხელმძღვანელობა სახელმწიფო სტრუქტურებს შეხვდება და სავარაუდოდ ამ დროს გადაწყდება მფლობელის იურიდიული სტატუსიც. მითუმეტეს, რომ თავად კლუბში, იციან, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა მოლაპარაკებების პროცესი, იტალიელი ინვესტორისთვის,  „ტორპედოს" გადაცემის საკითხი გადაწყვეტილია და დარჩენილია, მხოლოდ, რიგი პროცედურების დასრულება.


თუმცა, ვიდრე, ეს პროცედურული საკითხები კონკრეტდება, კლუბში გვიდასტურებენ, რომ ფიფა-მ „ტორპედოს" სატრანსფერო ბანი დაადო. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ კლუბი ვერც ადგილობრივ და ვერც უცხოელ ფეხბურთელს ვერ მოიყვანს. ის, რომ კლუბს სახელფასო დავალიანება იყო, არ იყო ახალი. ფაბიო მანინოს გამოჩენის შემდეგაც, რომ კლუბმა ამ დავალიანებების გასტუმრება დაიწყო თავშიც ვთქვით. ვალის სრულად გასტუმრებამდე, კლუბს და სახელფასო დავალიანების მქონე პირებს შორის, რომ შეთანხმება იყო ეტაპობრივად გადახდის თაობაზე, ამის შესახებაც გვქონდა ადრე ნათქვამი. შესაბამისად, საინტერესო გახდა, რა გახდა ფიფა-ს სანქციის მიზეზი.


როგორც, ჩვენმა გვერდმა გაარკვია, „ტორპედოს" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რიჩარდ ლუკამ უჩივლა. ფეხბურთელი კლუბისგან დაახლოებით 52000 დოლარის დავალიანების გადახდას ითხოვს. 2019 წლის სეზონზე ლუკამ, „ტორპედოს" შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შესძლო.


აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე ჩემპიონატში, ქუთაისის „ტორპედო" 5 ქულით, მე-8 ადგილზეა და დღეს, მიმდინარე, 2020 წლის გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ კლუბთან, ბათუმის „დინამოსთან" გასვლაზე აქვს თამაში.


#ტოროედი #ელიგა #ფიფა #დავა