
გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში საფეხბურთო სეზონი, კორონა ვირუსის გამო გვიან დასრულდა ან ჯერ ისევ გრძელდება, უეფა-მ კი პოსტ-კრიზისულ პერიოდში ფეხბურთის „დაბრუნება" ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო, შესაბამისი თადარიგიც გაიჭირა და 2020-2021 წლების სეზონის საკლუბო ტურნირების გასამართად წინასწარი წილისყრაც ჩაატარა.
გამომდინარე იქიდან, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონზე, განაცხადების წარდგენის ვადა 3 აგვისტოს იწურება, უეფა-ში წინასაკვალიფიკაციო ეტაპისთვის გუნდები შემდეგი ფორმულით იასპარეზებენ:
პირველი ½ ფინალი: სან-მარინო v ჩრდილოეთ ირლანდია
მეორე ½ ფინალი: კოსოვო - ანდორა
ამ წყვილთა შორის გამარჯვებულები ფინალს ითამაშებენ. ფინალის მასპინძელი, დამატებით წილისყრაზე დასახელდება. ფინალში გამარჯვებული კი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1 საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, რომელიც 18 და 19 აგვისტოს არის ჩანიშნული.
წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე, შეგახსენებთ, რომ ის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას, რომელთა ქვეყნებსაც ყველაზე დაბალი სარეიტინგო კოეფიციენტი აქვთ.
კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეცვლილი ფორმატის მიხედვით, გუნდები თითო შეხვედრას ჩაატარებენ.
@uefa.com





ჩვენ








