შეხვედრა უშბაზე
შეხვედრა უშბაზე
20.07.2020
ავტორი: ა.ბ.

რამდენიმე წუთის წინ, ქართველმა მთამსვლელმა არჩილ ბადრიაშვილმა, საკუთარ ფეისბუქგვერდზე მწვრვალ უშბაზე ასვლის შესახებ, ინფორმაცია გამოაქვეყნა. გთავაზობთ, არჩილის ჩანაწერს უცვლელად.


უშბა - Ushba 4710

მთების სიმბოლო, განუმეორებელი.


მასზე ამავალი მარშრუტები (გზას ვამბობ თორემ რა გზაა...) დედამიწას და ცას შორის გადის და როგორც პორტალი - გახედებს სხვა სამყაროებში, საკუთარ თავში.
ცის ხარ და იქ ხარ.


საკუთარი ფეხით უნდა დაბრუნდე მიწაზე, ეს კი უფრო სახიფათოა ხშირ შემთხვევაში ვიდრე ასვლა.
ფსიქოლოგიური და ფიზიკური ბრძოლის ველიდან ჩამოსული ჯადოსნური მთის შემყურე მივხვდი, რომ მე არ შემიძლია გადახდა იმის სამაგიეროდ რაც უშბამ გვაჩუქა, მწვერვალზე ასვლის სიხარული სიმძიმის გავლით და ამ ყველაფრის შემდეგ - სიცოცხლე.


პირველი ასვლა წელს უშბაზე ორი სხვადასხვა გზით:


  • სამხრეთ მწვერვალის დასავლეთ კედელი

ლევ მიშლიაევის გზა: 5ბ/6ა
1700 ვერტ/მ. ერთი საკავით კედლის თავზე
(თუმცა სულ ორი ღამისთევით, ცუდი ამინდის გამო)
დაშვება: ,,ბერდიუგინის 5ბ" 16-18 ივლისი.
გიორგი ტეფნაძე, არჩილ ბადრიაშვილი



  • სამხრეთ მწ. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელი

გაბრიელ ხერგიანის გზა: 5ა/5ბ
1700 ვ/მ. 18 ივლისი, ასვლა ერთ დღეში!
დაშვება ასვლის გზით მეორე დღეს
თემო ქურდიანი, ბექა ფაჯიშვილი, ლევან ლაშქარაშვილი


18 ივლისს, გიორგი ტეფნაძე და მე გადავედით უკანასკნელ, ,,წითელი კუთხის" კედელზე და შევყევით მწვერვალისაკენ მიმავალ ქედს,
ამ დროს სხვა ხეობიდან ამომავალ ,,გაბრიელის" ქედზე თემო, ლევანი და ბექა გამოჩნდნენ.
ხუთი წლის შემდეგ პირველად გიორგი და მე ისევ ვიდექით გაბადრულები ამ მწვერვალზე!
ცოტა ხანში ყველანი იქ ვიყავით, ერთ დღეს, ერთი სიხარულით და ერთი საფიქრალით.
თავგადასავალი დაშვებისას გამძაფრდა, ბიჭები კედელის თოკზე დაშვებისას დასველდნენ საფუძვლიანად, გიომ და მე კი ,,ბერდიუგინის" მარშრუტზე ობიექტური ხიფათის ქარ-ცეცხლში გამოვიარეთ, მაგრამ საბოლოოდ დავაღწიეთ თავი იმასაც და ცოტა ძილის შემდეგ საბაზო ბანაკში მომლოდინე მეგობრებს იაგო ლაგაზაურს, დაჩი უსტარაშვილს და მათ მარაგებს დავესხით თავს, ყველანი მალე შევგროვდით იქ. საღამოს უკვე ბეჩოში ჩვენი მასპინძლების ზაქრო კვიციანის და დალი ქალდანის ოჯახში ვიყავით.


მშვიდობას და საინტერესო ზაფხულს გისურვებთ ყველას!


ექსპედიციის ფოტო