„დინამო თბილისი“ განთესილ გუნდთა შორისაა
„დინამო თბილისი“ განთესილ გუნდთა შორისაა
23.07.2020
ავტორი: თ.ჯ.

ცნობილი ხდება, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში, რომელიც 18-19 აგვისტოს გაიმართება, „დინამო თბილისი" განთესილთა შორის იქნება. 9 აგვისტოს დაგეგმილი წილისყრა კი, მეტოქეს შემდეგი გუნდების ჩამონათვალიდან შეგვირჩევს:


„ფოლა ეში" (ლუქსემბურგი), „იურგოდენსი" (შვედეთი), „ბუდუჩნოსტი" პოდგორიცა (მონტენეგრო), „ფლორა" (ესტონეთი), „დინამო ბრესტი" (ბელარუსი), „რიგა" (ლატვია), „კონას ქი ნომედსი" (უელსი), „კლაკსვიკი" (ფარერის კუნძულები), „ევროპა" (გიბრალტარი), „ცელიე" (სლოვენია), „არარატ-არმენია" (სომხეთი), „კუპსი" (ფინეთი), „რეიკიავიკი" (ისლანდია), „ტირანა" (ალბანეთი), „სილექსი" (ჩრ. მაკედონია), „ფლორიანა" (მალტა) და წინასწარი საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებული, რომელშიც „ლინფილდი" (ჩრ. ირლანდია), „დრიტა" (კოსოვო), „ტრე ფიორი" (სან მარინო) და ანდორის ჩემპიონი იასპარეზებენ.


შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიმდინარე გათამაშება შეცვლილი ფორმატით ტარდება და ნაცვლად სახლი-გასვლა თამაშებისა, თითოეულ საკვალიფიკაციო ეტაპი ერთ რაუნდად გაიმართება.


მასპინძელი გუნდის გარკვევისას კი, ერთ-ერთი გადამწყვეტი ქვეყნის სტატუსი იქნება კონკრეტული მომენტისთვის COVID 19-დან გამომდინარე.


ამ ეტაპისთვის უცნობია, დაუშვებენ თუ არა ქომაგებს სტადიონებზე. თუმცა, უეფა-ს გადაწყვეტილება, დამოკიდებული იქნება ასევე ზემოთაღნიშნულ მგომარეობაზე და კონკრეტული ქვეყნის მზაობაზე, კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილ გამოწვევებს მოერგოს.

 

 

გამოყენებულია ლაშა კუპრაშვილის ფოტო