R.I.P. ნინი გურგენიძე
R.I.P. ნინი გურგენიძე
25.07.2020
ავტორი:

ჩვენი გვერდი უერთდება ქალ ფეხბურთელთა გულისტკივილს და სამძიმარს უცხადებს მათ, ქუთაისის „მართვეს" 19 წლის ფეხბურთელის ნინი გურგენიძის გარდაცვალების გამო.


ნინი გურგენიძე, დაახლოებით ორი წელი, უკურნებელ სენს ებრძოდა და საბოლოოდ, მიუხედავად საზოგადოებისა და ფეხბურთელთა (ქალთა და მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების)  თავდაუზოგავი მცდელობებისა, მაინც დამარცხდა.


ნინი გურგენიძე ქუთაისურ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონი იყო. ხოლო სანაკრებო დონეზე, 17 და 19-წლამდე აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრების ღირსებას იცავდა.


TSFF.GE კიდევ ერთხელ, მწუხარებას გამოთქვამს, ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი ქალის გარდაცვალების გამო და ყველა იმ ადამიანს, ვინც მის გადასარჩენად მცირეოდენი წვლილიც კი გაიღო, მადლობას უხდის.