
IOჩ ტოკიო-2020-ის უმაყურებლოდ ჩატარებას განიხილავს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOჩ) პანდემიის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დახურულ კარს მიღმა ჩატარებას განიხილავს.
„თამაშების ჩასატარებლად სხვადასხვა სცენარი უნდა მოვამზადოთ. მაყურებლის გარეშე ოლიმპიადის ჩატარება არავის არ სურს, თუმცა თამაშების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად მზად ვართ აუცილებელი ზომების მისაღებად," - განაცხადა თომას ბახმა და აღნიშნა, რომ უმთავრესია მონაწილეთა უსაფრთხოება.
ოთხშაბათს ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა იოშირო მორიმ ასევე განაცხადა, რომ ასპარეზობები შეიძლება მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.
შესაბამის ზომას მაშინ მიმართავენ, თუ ასეთი ვარიანტი ერთადერთი შესაძლებელი საშუალება აღმოჩნდება.
IOჩ-ის პრეზიდენტმა ასევე წუხილი გამოთქვა ათლეტთა სავარჯიშო პირობებთან დაკავშირებული მდგომარეობით, რადგანაც ათლეტებმა არ იციან, როდის განახლდება დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები და როდის უნდა შევიდნენ ფორმის პიკში. სერიოზული პრობლემაა ასევე კორონავირუსის გამო დახურულ საზღვრები და გადაადგილებისას არსებული შეზღუდვები.
IOჩ-ის პრეზიდენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ოლიმპიური თამაშების შემდგომ გადავადებასთან დაკავშირებით: „როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება, კვლავაც იაპონურ მხარესთან თანამშრომლობას ვისურვებდი. მომავალი წლის ივლისში ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩატარების ურყევი მომხრე ვარ."
ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის წლეულს 24 ივლისი - 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ემასპინძლა, მაგრამ ჩOVID-19-ის პანდემიის შედეგად იაპონიის ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაავადა.
ტოკიო-2020-ის პრეზიდენტის თქმით, ოლიმპიური თამაშების ბედს ვაქცინა განსაზღვრავს
ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის იოშირო მორის მოსაზრებით, ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებელთა რიცხვის მექანიკურად შემცირება შეუძლებელია, მაგრამ თამაშების უმაყურებლოდ ჩატარების საკითხის განხილვის შემთხვევაში შესაძლოა თამაშების გაუქმების საკითხიც დადგეს.
„მაყურებელთა რაოდენობის შესამცირებლად საფუძვლიანი კრიტერიუმი უნდა არსებობდეს. თუ ისე მოხდა, რომ თამაშების ჩატარება მხოლოდ მაყურებელთა გარეშე იქნება შესაძლებელი, მაშინ ამაზე კარგად უნდა დავფიქრდეთ. ამ შემთხვევაში შეიძლება გაუქმების საკითხიც წამოიჭრას.
ზ
თუ, ვთქვათ, კვლავინდებურად ასეთი რთული ვითარება შენარჩუნდება, მაშინ ჩატარება შეუძლებელი იქნება. ამ საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია IOჩ-ს აქვს. ჩემი მხრიდან ჰიპოთეტურ კითხვებზე პასუხის გაცემა არ არის სწორი. მით უმეტეს, არა მგონია, ასეთი ვითარება კიდევ ერთ წელიწადს გაგრძელდეს," - განაცხადა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა იოშირო მორიმ.
ტოკიო-2020-ის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი იმაზე იქინება დამოკიდებული, შემუშავდება თუ არა ვაქცინა და წამალი. ამასთან, ეჭვობს, რომ თამაშები კვლავაც გადაიდება: „2022 წლის ზამთარში პეკინის თამაშებია, 2024 წელს - პარიზის. ყველაფერი 2028 წლამდე არის გაწერილი. იმის ალბათობა, რომ პარიზი დაგვითმობს, არ არსებობს. ჩატარდება თუ არა ოლიმპიური თამაშები, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კაცობრიობა კორონავირუსზე გამარჯვებას."
ჯონ კოუტსის განცხადებით, ტოკიოს თამაშები უნდა გამარტივდეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOჩ) საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის, ჯონ კოუტსის განცხადებით, ჩOVID-19-ის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უნდა გამარტივდეს, რათა გაიზარდოს მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა.
„კარგი ამბავი ის არის, რომ შეჯიბრებთა განრიგი უცვლელი რჩება. მიუხედავად ამისა, უნდა შევამციროთ თამაშების გადატანით გამოწვეული დანახარჯები, ასევე გავამარტივოთ თამაშების ჩატარება, რათა უზრუნველვყოთ მათი ეფექტური და უსაფრთხო ორგანიზება.
თამაშებამდე ერთი წლით ადრე არ გვაქვს მკაფიო სურათი იმისა, თუ რა სახეს მიიღებს თამაშების გამარტივება. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე ჩOVID-19-ის ირგვლივ ვითარება მუდმივად იცვლება. IOჩ და ჩვენი იაპონელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რათა თამაშები არა მარტო ჩატარდეს, არამედ ათლეტები მუდმივად დარჩნენ ჩვენი ზრუნვის ეპიცენტრში" - აღნიშნავს კოუტსი.
ჩOVID-19-ის პანდემიის გამო XXXII ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადავადდა. გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით.
ცოტა ხნით ადრე IOჩ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ტოკიოს თამაშების მაყურებლის გარეშე ჩატარება განიხილება.





ჩვენ








