
თბილისის „დინამოს", მატჩის ძირითადი დროის დამთავრებამდე 11 წამით ადრე, 3-ჯერ ჰქონდა ანგარიშის გათანაბრებისა და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანის მცდელობა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩადიოდა. ფიბას ევროპის თასის სასტარტო მატჩი, დინამოელებმა მხოლოდ 3 ქულის სხვაობით წააგეს 70-73. თუმცა თბილისში, საკალათბურთო წრეებში, მატჩის დასრულების შემდეგვე ითქვა, რომ გასვლაზე 3 ქულით წაგება, მაშინ როცა წინ კიდევ 5 თამაში გაქვს და აქედა 3 სახლში, მათ შორის „ლუკოილ აკადემიკთან", ცუდი სულაც არ არის. შეგახსენებთ, რომ მომდევნო ეტაპზე ჯგუფიდან 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა.
თბილისის „დინამომ" მას შემდეგ რაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან, ფიბას ევროპის თასზე გადმოინაცვლა, დღეს სოფიაში, „უნივერსიადა ჰოლში" პირველი მატჩი გამართა. თამაშის დებიუტში, დინამოელები კი დაწინაურდნენ, თუმცა პირველი პერიოდი „ლუკოილ აკადემიკმა" 5-ქულიანი უპირატესობით მოიგო - 21-16. სწორედ 4-5 ქულა იყო თითქმის, მთელი თამაშის მანძილზე ის სხვაობა, რასაც თბილისელები აგებდნენ. თუმცა იყო, მომენტი, როდესაც სოფიელები 11 ქულით დაწინაურდნენ. მესამე პერიოდის შუაწელში დინამოელები ვერც ფარს იგებდნენ და ელემენტარული პასების გაკეთებისას, ერთმანეთს ვერ უგებდნენ. თუმცა, თბილისელთა ამ „დაბნეულობამ", საბედნიეროდ დიდხანს არ გასტანა და „დინამომ" კვლავ დაიწყო ქულების დაგროვება.
მეოთხე მეოთხედში, მატჩის დამთვრებამდე 3 წუთზე ცოტა მეტი იყო დარჩენილი, როდესაც დინამოელებმა ანგარიშის გათანაბრება შესძლეს 65-65. კიდევ ცოტა ხანში, თბილისელებმა, ფარზე ეფექტურად დაუკიდეს დინამოელ ლეგიონერს ტურპინს, რომელმაც არ დააყოვნა და მისთვის ჩვეულ სტილში „ჩატენა" ბურთი და „დინამო" 69-67 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ირაკლი ხოშტარიას ბიჭებს უფრო მეტი ყურადღება სჭირდებოდათ, თუმცა როგორც ჩანს სამატჩო ნერვიულობამ თავისი გააკეთა. მითუმეტეს, რომ მატჩის დაწყების წინ, აღმოჩნდა, რომ დინამოელთა ერთ-ერთ ლიდერს, ეროვნული ნაკრების მოთამაშეს მიხეილ ბერიშვილს, მუხლის ტრავმამ გაუხსენა თავი და მან დღევანდელ შეხვედრაში ვერც ერთი წუთი ვერ ითამაშა.
ბერიშვილის არყოფნაში, დინამოელთა შორის, ამერიკელ ლეგიონერებს ლაველ ბოიდის, კაელ ტურპინს გამოვყოფდით, ისევე, როგორც ლევან ფაცაციასა და რიგ მომენტებში ნოდო გოგოძესაც გამოვყოფდით (მე-3 პერიოდში, როდესაც „დინამო" 11 ქულას აგდებდა, სწორედ გოგოძემ მოახერხა ზდიზედზ ზუსტად ესროლა ჯერ 2 და შემდეგ, 3 ქულიანი). როგორც უკვე გითხრაით, როდესაც ანგარიში 73-70 იყო და რჩებოდა მხოლოდ 11 წამი, დინამოელებმა 3-ჯერ შეუტიეს, თუმცა ვერც ბოიდმა, ვერ ნოდარ გოგოძემ და ვერც ფაცაციამ ანგარიშის გათანაბერბა ვერ შესძლეს.
დინამოელთა შორის 21 ქულით, საუკეთესო ლაველ ბოიდი იყოს. მასზე 1 ქულით ნაკლები, 20 ქულა დააგროვა ლევან ფაცაციამ.
დინამოელები თბილისში ხვალ, 19 ოქტომბერს ბრუნდებიან და მომდევნო შეხვედრისთვის მოემზადებიან, რომელიც თბილისში, 25 ოქტომბერს, ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. „დინამო", რუმინულ „კლუჟ-ნაპოკას" შეხვდება, რომელმაც ჯგუფში, სასტარტო შეხვედრა დღეს, სტამბულის BBSK.-თან, 21 ქულით 90-69 მოიგო. ახლა, E ჯგუფში, პირველი სატურნირო დღის შემდეგ, სწორედ რუმინული „კლუჟ -ნაპოკა" ლიდერობს. „დინამო" კი დასასნანი 3 ქულის გამო, 4-ადგილიან ჯგუფში, ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა.





ჩვენ








