თბილისური დერბი 2, „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“ დაზავდნენ
თბილისური დერბი 2, „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“ დაზავდნენ
19.10.2017
ავტორი:

ამ წუთებში, ფოთში, „პარკი არენაზე" ფოთის „კოლხეთი 1913"-ისა და მიმდინარე გათამაშების მეორე ადგილზე მყოფ „ტორპედოს" მასინძლობს. ფოთელებისთვის ამ თამაშში ქულების აღება, უძლიერესთა შორის დარჩენის შანსის ტოლფასია. საკუთარ კედლებში დაბრუნება, შეგახსენებთ რომ მთელი სეზონია, „კოლხეთი 1913", „ბოშათა ბანაკივით" ქალაქიდან-ქალაქში დადიოდა თამაშების ჩასატარებლად, შესაძლოა გუნდისთვის დამატებითი სტიმული გახდეს.

30-ე ტური, გორში, თენგგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დასრულდება. „დილა", გათამაშების ლიდერს, „დინამო თბილისს" უმასპინძლებს, რომელსაც სეზონის ფინიშთან ახლოს, სულ უფრო სჭირდება ქულები, რომლებიც, ჰქონდა დაგროვილი, მაგრამ კლუბში მომხდარი ცვლილებების გამო გაანიავა. აღსანიშნავია ისიც, რომ  უკანასკნელი 4-5 სეზონია, სწორედ გორის  „დილა" არის დინამოელთათვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქე. თბილისელებმა ამ პერიდოის მანძილზე გორელების დამარცხება მხოლოდ ერთხელ, მიმდინარე ლიგის მესამე წრეში 5:0 მოუგო.

„ლოკომოტივი" - „საბურთალო"  1:1

ამ მატჩებამდე კი მიხელ მესხზე, „ლოკომოტივმა", „საბურთალოს" უმასპინძლა. ამ გუნდების დაპირისპირებას რამდენიმე მნიშვნელობანი ფაქტორი უსწრებდა. ერთი, რომ გუნდებს შორის სატურნირო ცრილში სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო. შესაბამისად, ორივე გუნდი ცდილობს ევროტურნირების საგზურის მოპოვებას. მეორე მიზეზი, „ლოკომოტივს" მწარედ ახსოვდა ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების მესამე წრის მატჩი დავით პეტრიაშვილზე.

მიუხედავად ამისა, დღეს „ლოკომოტივმა" გამარჯვება ვერ შეძლო. უფრო მეტიც, გოლები ამ შეხვედრაში, მხოლოდ პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში მიმდინარე გათამაშების ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა. „საბურთალომ" მხოლოდ, ტაიმის მიწურულს მოახერხა ანგარიშის გაქვითვა. ლაშა შინდაგორიძემ შორი მანძილიდან ბექა ქურდაძის კარის აღება მოახერხა. მეორე ტაიმში, ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

 

„მორიგი თბილისური დერბი მართლაც, დაძაბული გამოვიდა. არ დავმალავ, თუ ვიტყვი, რომ მეორე ტაიმში, „საბურთალომ" გვაჯობა კიდეც, რიგ მომენტში. დღევანდელ თამაშში, ეს 1 ქულაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან „საბურთალოსთან" შეხვედრას დიდი დანაკლისით შევხვდით. „დინამოსთან" თამაშის შემდეგ, სამურკასოვი, დიასამიძე, ღონღაძე დაგვაკლდა. მოგეხსენებათ, ეს ყველა ძირითადის ფეხბურთელია. გავაშელიშვილი, კიკაბიძე, კომახიძის პრობლემები ისედაც იცით. ამიტომ, დღეს არ იყო დაკარგული 2 ქულა და იყო, აღებული 1 ქულა.  თუმცა, ვთვლი, რომ პირველ ტაიმში, 2-3 რეალური საგოლე მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ასე, რომ მოგებაც შეგვეძლო. საერთო ჯამში, დაძაბულობა იყო, მაგრამ ხარისხი არა", - ამბობს გიორგი დევდარიანი, „ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი.

„რთული შეხვედრა იყო. მოგეხსენებათ დერბია. თან „საბურთალო" ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. ამ შეხვედრას დიდი დანაკლისით შევხვდით. ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ის, რომ მწვრთნელის დავალება მეტნაკლებად შევასრულეთ. ბუნებრივია, ამ ეტაპზე მოგება უფრო სასურველი შედეგი იქნებოდა, მაგრამ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, არც „საბურთალოს" მივეცით იმის საშუალება, რომ წინ წაეწია და გადაესწრო ჩვენთვის", - ამბობს ნიკა ჭანტურია, „ლოკომოტივის" ფეხბურთელი.

„ბუნებრივია კმაყოფილი არ ვარ. ამ თამაშში,. შეგვეძლო, როგორც მოგება, ასევე წაგვეგო კიდევაც. იმის თქმა მინდა, რომ თამაში თანაბარი იყო და ფრეც ლოგიკური შედეგია. ვაგრძელებთ, დასახული მიზნისთვის ბრძოლას, არც ნიშნავს, რომ გვაქვს პრეტენზია ვიყოთ 4-ეულში. მთელს ყურადღებას უკვე შემდეგ თამაშებზე ვაკეთებთ. ბუნებრივია, ბიჭების დიდ ნაწილს ეტყობა დაღლილობა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი უმეტესობა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობს და კალენდრიდან გამომდინარე მათზე მოდის დიდი დატვირთვა და ვერც აღდგენას ასწრებენ", -ამბობს გია ჭიაბრიშვილი, საბურთალოს მთავარი მწვრთნელი.

ამ თამაშის მიწურულს, „ლოკომოტივს" კიდევ ერთი ფეხბურთელი, სავარაუდოდ რამდენიმე თამაშით გამოაკლდა. ერთ-ერთი სათამაშო შეჯახებისას, დაშავდა ლოკომოტიველთა მეკარე ბექა ქურდაძე, რომელმაც გამომდინარე იქიდან, რომ მის გუნდს, უკვე ჰქონდა ყველა ცვლილება გამოყენებული თამაში ბოლომდე მიიყვანა. თამაშის შემდეგ, კი სავარაუდოდ ცხვირის მოტეხილობითა და მცირე ტვინის შერყევით, საავადმყოფოში გადაიყვანეს,

„სამტრედია" - „დინამო" ბათუმი 3-0

30-ე ტური 2 შეხვედრა კი 18 ოქტომბერს გაიმართა. სამტრედიაში, ეროსი მანჯგა,აძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიას" არ გასჭირვებია ბათუმის „დინამოს"  დამარცხება. ბათუმელებს, რომლებსაც წელს ძალიან უჭირთ, გოლები 25-ე (მაიკ ოლაიტანი) და 31- ე (გიორგი ახალაძე) წუთზე გაუშვეს და შეიძლება ითქვას, მატჩის ბედი, პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს.  სამტრედიელები, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან, 2 გოლზე არ გაჩერდნენ და მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე, ნიკოლოზ საბანაძის გოლით, „დინამოს" დამარცხება 3-0 მოახერხეს. ამ მარცხით, ბათუმელებმა,  ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. "სამტრედია" კი, სატურნირი ცხრილში, ქულების რაოდენობით „ტორპედოს" გაუთანაბრდა, თუმცა მე-3 საფეხურზე დარჩა.

„შუქურა" -  „ჩიხურა"  0:1

ამავე დღეს, ბათუმის „რაგბი არენაზე" ქობულეთის „შუქურა" საჩხერის „ჩიხურას" დაუპირისპირდა. ბათუმელების მსგავსად, არც აჭარის მეორე გუნდს აქვს სახარბიელოდ საქმე.  ქობულეთელებს ეროვნულ ლიგაში დარჩენის მიზერული შანსი აქვთ, ამიტომ დარჩენილ შეხვედრებში წესით ქულების მაქსიმუმის დაგროვება უნდა შესძლონ. თუმცა, „შუქურა" მინიმალურის მიღწევასაც ვერ ახერხებს. მიუხედავად მიმისა, რომ გიორგი შაშიაშილის გუნდში მისვლამ, ქობილეთელებს სხვა თუ არაფერი, ბრძოლისუნარიანობა შემატა, „შუქურა" ვერ ახერხებს გამარჯვებას. 30-ე ტურშიც, მართალია, მხოლოდ ერთი ბურთით, მაგრამ „შუქურა", „ჩიხურასთან" რომელიც წლევანდელ სეზონში არა ჩემპიონატზე, არამედ დ. ყიფიანის თასზე აკეთებს აქცენტებს, დამარცხდნენ.

დასანანია, რომ ქობულეთელებმა გოლი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 94-ე წუთზე გაუშვეს. გიორგი ვადაჭკორიას მიერ დამატებული 5 წუთიდან, 1 წუთიღა რჩებოდა, როდესაც გიორგი ივანიშვილის გადაცემა, მიშიკო სარდლიშვილმა გოლით დაასრულა და საჩხერელებს 3 ქულა მოუტანა.