იოსებიძის ქუჩაზე, „შაქარას“ მოედანია

03.08.2020
ავტორი: თ.ჯ.
საფეხბურთო კლუბის "საბურთალოს" ხელმძღვანელებმა, დღეს, ტრაგიკულად მოკლული, გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გახსნეს. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ამიერიდან, იოსებიძის ქუჩაზე არსებული სპორტული კომპლექსის ერთი სტადიონი, სწორედ "შაქარას" სახელობის იქნება.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ 21-ნომრიანი მაისური, რომლითაც გიორგი შაქარაშვილი „საბურთალოში" თამაშობდა, ამიერიდან, კლუბის მუზეუმში შეინახება და ამ ნომრით არავინ ითამაშებს.
სტადიონის გახსნის ცერემონიაზე კი, პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და სკოლის დირექტორმა კახა ამირიძემ პატარა ბავშვებს სპეციალურად დამზადებული "შაქარას" 21 ნომრიანი მაისურები სამახსოვროდ გადასცეს.
სკ "საბურთალოს" ფოტო





ჩვენ








