ყვითელი ბარათები 1/8 ფინალის შემდეგ განულდება
ყვითელი ბარათები 1/8 ფინალის შემდეგ განულდება
04.08.2020
ავტორი: თ.ჯ.

ევროტურნირების მიმდინარე გათამაშებაში, 1/8 ფინალის შემდეგ ყველა ყვითელი ბარათი ანულირდება. ამის შესახებ, უეფა-ს აღმასრულებელმა საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის 2019-20 წლების გათამაშებაში, მას შემდეგ რაც კორონა ვირუსის პანდემიის გამო, 17 ივნისს უეფა-ში ჩატარებული მორიგი სხდომის შემდეგ მთელი რიგი ცვლილებები მოხდა (1/4  და ½ ფინალები, ერთმატჩიანი გახდა), ეს გადაწყვეტილება, ლოგიკური იყო.


უეფა-მ, მოთამაშეებისთვის და კლუბების წარმომადგენელთათვის, ყვითელი ბარათების ანულირება ამ ეტაპზე, ბალანსის შესანარჩუნებლად დროზე ადრე გამოიყენა და ნაცვლად ¼ ფინალისა, როდესაც ტრადიციულად ხდებოდა, ყვითელი ბარათების ანულირება, წელს, ერთი ეტაპით ადრე მოხდება. ამ ცვლილების გამო, უეფას ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტის 51.04 და ევროპა ლიგის რეგლამენტის 49.04 თავებში, ცვლილებები შევიდა და ახლა ეს ჩანაწერი ასე გამოიყურება:


„გამონაკლისის სახით, ყველა ყვითელი ბარათი ფლეი-ოფის კვალიფიკაციის შემდეგ გაუქმდება. ისინი არ გადადის ჯგუფურ ეტაპზე. ამას გარდა, ყვითელი ბარათები გაუქმდება 1/8 ფინალის შემდეგ, ანუ არ გადავა ¼ ფინალზე".


საგანგებო წესები შემოვიდა 2020-21 წლების გათამაშების კვალიფიკაციის და ფლეი-ოფისთვისაც.


იმის გამო, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს გათამაშების სტარტი, კვალიფიკაციის რაუნდი და ფლეი-ოფის ჩატარება, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს ევროპა ლიგის 2020-21 წლების სეზონზე, უეფა-ს რეგლამენტს დაემატა დანართი I,  რომელიც COVID 19-ის პანდემიის გამო შექმნილი მდგომარებით არის ნაკარნახები. დანართში გათვალისწინებულია, მთელს კონტინენტზე შემოღებული სამოგზაურო შეზღუდვებიც და სანიტარული ნორმები.


ახალი რეგულაციით გათვალისწინებულია:

  • შეზღუდვები სტადიონებზე და ქვეყნებში, რომელიც ადგილობრივმა მმართველობამ დააწესა;
  • ტესტირება და მოთამაშეთა დაშვება;
  • მატჩების გადადების შესაძლებლობა;
  • სპეციალური წესები პროტესტებისა და აპელაციის განსახილველ საკითხების დაჩქარებასთან დაკავშირებით;


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში, გაირკვევა უეფა-ს 2020-21 წლების სეზონზე ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა და ის თუ სად და რა პირობებში ჩატარდება თამაშები.



სტატია მომზადებულია UEFA.COM-ის მიხედვით